მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეტი არც სათქმელი აქვს" - სოსო ბერიკაშვილი ივანიშვილის ღია წერილზე

5ffc11c1ae05c
ინგა მურუსიძე
11.01.21 14:50
1375
მეტი სათქმელი არ აქვს და საჭიროდაც არ თვლის ეკონომიკური პრობლემებზე მეტი ისაუბროს, - ამის შესახებ bm.ge-ს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი შეაფასა.

ივანიშვილმა წერილში ეკონომიკა მხოლოდ რამდენჯერმე ახსენა. მისი ძირითადი აქცენტები ასეთია: „ვერ მივიღებ ბრალდებას, რომ სიღარიბე „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია, ეს იყო მემკვიდრეობა“... "ქართული ეკონომიკა დღეს სწორი და ოპტიმისტური მიმართულებით მოძრაობს"... "ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ბიზნესში მთავრობის ფავორიტიზმს".

„ეკონომიკაზე მეტი არ აქვს სათქმელი. ზოგადად, რა უნდა ეთქვა, მაგას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, უფრო მნიშვნელოვანია რა უნდა გაეკეთებინათ ამ 8 წლის განმავლობაში. მეტი არც სათქმელი აქვს და საჭიროდაც არ თვლის, რომ ეკონომიკურ პრობლემებზე მეტი აქცენტი გააკეთოს, სამწუხაროდ“, - ამბობს სოსო ბერიკაშვილი.

რაც შეეხება განცხადების პოლიტიკურ ნაწილს, სოსო ბერიკაშვილი ფიქრობს, რომ ფორმალურად, იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი მმართველი და პარტიის ლიდერი, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

„მანამდეც არ იყო არც ერთ პოლიტიკურ თანამდებობაზე, თუმცა ყველა გადაწყვეტილებაზე ჰქონდა გავლენა. ვფიქრობ, არაფერი იცვლება რეალურად, ეს თანამდებობაც იმიტომ ჰქონდა ფორმალურად, რომ ვინმეს არ ეთქვა, არაფორმალური მმართველიაო. საზოგადოებაშიც არ ჩნდებოდა და ახლაც ისევ ეპისტოლარული ფორმატით გველაპარაკება, ამიტომ რაიმე ვალდებულება მოეხსნათქო ვერ ვიტყვი, რადგან ვალდებულებები აღებული არც ჰქონდა. რეალურად არაფერი იცვლება“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.