დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა მონაწილეობა ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმის გახსნაში მიიღო.
როგორც მან აღნიშნა, ციფრული ტექნოლოგიების სრულფასოვანი დანერგვა, სახელმწიფოსა და საზოგადოების წარმატების შესაძლებლობას იძლევა.
მისივე განმარტებით, გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლება მნიშვნელოვანია.
„ციფრული ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ახალი მოდელების განვითარება, მათი დროული და სრულფასოვანი დანერგვა ქმნის საზოგადოებებისა და სახელმწიფოების წარმატების უნიკალურ შესაძლებლობას. განსაკუთრებით გამოვყოფდი იმ ახალ გამოწვევებს, რომლებიც GovTech-ის მიმართულებით გვაქვს და რომელიც დახურული, ცენტრალიზებული სისტემიდან, ღია დეცენტრალიზებული ეკოსისტემის დანერგვას გულისხმობს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეკონომიკის ყველა დარგში ჩვენი მხარდაჭერა ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების საკითხში, რომლებიც საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირებასა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირებას უწყობენ ხელს. შესაბამისად, მეტი ციფრული ინიციატივა და მეტი მომზადებული კადრი გვჭირდება.
მიმაჩნია, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების, მაღალტექნოლოგიური ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, მაგალითად, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო/სატრანზიტო მიმართულებით, გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების საწინდარია," - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი