24.სექტემბერი .2022 18:58

"მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ პერსონალს" - Radisson Blu Iveria-ს გენერალური მენეჯერი

"მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ პერსონალს" - Radisson Blu Iveria-ს გენერალური მენეჯერი
views 3335
უკან

რა უნდა გააკეთონ სასტუმროებმა კადრების შესანარჩუნებლად? - ამ კითხვას „სილქ ჰოსფითალითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და Radisson Blu Iveria Hotel Tbilisi-ს გენერალურმა მენეჯერმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ბიზნესმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს კადრებს. მისივე თქმით, საჭიროა მათი განვითარებისთვის ინვესტიციების განხორციელებაც, რადგან მხოლოდ ხელფასის მატება მოკლევადიანი შედეგის მომტანია.

იორდი ქიუითის თქმით, იმისათვის რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორით მეტი ადამიანი დაინტერესდეს, საჭიროა სექტორმა სახელმწიფოსთან ერთად ინდუსტრია უფრო მიმზიდველი გახადოს და სხვადასხვა პროფესიას პოპულარიზაცია გაუწიოს.

„ამ ინდუსტრიაში მთავარი პერსონალია - ადამიანები, რომლებიც ქმნიან სერვისს. როგორ ვინარჩუნებთ კადრებს? - სტუმარ-მასპინძლობის სექტორში მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება დავუთმოთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს კომპანიაში მუშაობენ. ისინი ყველაზე ღირებული რგოლია. გარდა ხელფასის ზრდისა, ჩვენ რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ნებისმიერი მიმართულების კადრი, რომელიც თავისი საქმით შედეგს დებს, იმავე თვეში დამატებით ბენეფიტს იღებს.

ბევრი კადრი დავკარგეთ პანდემიის გამო, თუმცა პირველები ვიყავით, ვინც ბაზარზე აღდგენილი ძალებით დავბრუნდით. ახლაც გვაქვს ვაკანსიები, თუმცა ძირითადი პერსონალი შევსებულია. მაგალითად, ზაფხულში აჭარა დატვირთული იყო. კადრები კი არ გვყოფნიდა, ამისთვის ჩვენ თბილისში არსებული პერსონალი წავიყვანეთ, ეს არ იყო მარტივი, რადგან ხარჯებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ჩვენ ინვესტიციის ჩადებას პერსონალის კომფორტისთვის არ ვერიდებით. ასე ვინარჩუნებთ მათ.

რა უნდა გააკეთონ მცირე სასტუმროებმა კადრების შესანარჩუნებლად? - უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ მათ განვითარებას, განახორციელონ ინვესტიციები. ხელფასის ზრდა საკმარისი არ არის, ეს მოკლევადიან შედეგს იძლევა. ამასთან, ინდუსტრია სახელმწიფოსთან კომუნიკაციას განათლების მიმართულებით ვაგრძელებთ. სტუმარ-მასპინძლობა არის სექტორი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ კარგი კარიერა ჰქონდეთ. ამიტომ თუ ამ სექტორს მიმზიდველს გავხდით, ხალხიც უფრო დაინტერესდება. ამას სულ ვამბობ სახელმწიფოსთან. ამ პროფესიებს უნდა გავუწიოთ პოპულარიზაცია“, - აცხადებს იორდი ქიუითი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა