08.სექტემბერი .2020 11:59

"მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

views 229
უკან

საქართველოში მოღვაწე უმსხვილესი ჰოლდინგი, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2010 წელს “მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი”-ს წარმომადგენლობის სახით დაფუძნდა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის რიგებს შეუერთდა. სს “მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთი” არის ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო კომპანია საქართველოში, რომელმაც ეტაპობრივად გააფართოვა საქმიანობის არეალი და ამჟამად აქტიურად არის დაკავებული სამშენებლო, ტურიზმის, სასტუმრო ქსელების ოპერირების, სატრანსპორტო, სამედიცინო, პროგრამული უზრუნველყოფის, საბროკერო მომსახურების, უძრავი ქონებისა და პროექტების მართვა-ოპერირების, სავაჭრო ქსელების და სხვა სფერობით. საერთო ჯამში, კომპანიას ეკუთვნის 35-ზე მეტი შვილობილი კომპანია.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აგვისტოდან ჰოლდინგის მფლობელობაში არსებული სასტუმრო “ეუფორია ბათუმის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდა, რაც საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ასევე, “მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთმა” მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები განახორციელა საქართველოში, კერძოდ, ბათუმის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავდოსადგური; მეტრო სითი ბათუმი (რეზიდენციები, სასტუმრო, სამორინე, სპა ცენტრი, სავაჭრო ცენტრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი); მეტრო სიტი ლეჯენდ ბათუმი (რეზიდენციები, სასტუმრო, სამორინე, სპა ცენტრი); ასევე სასტუმრო პროექტები: ეუფორია ბათუმი; ბათუმი სქაი თაუერ; ეუფორია გოდერძი; ლეჯენდ ბიზნეს ბათუმი; ლეჯენდ ბათუმი; მეტრო ინტურისტი; სითი ჰოტელო ბათუმი.

„მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დღეს ბიზნეს სექტორი დგას, ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს ზრდას და ახალი წევრების მიღებას. ამჟამად ასოციაცია კონცეტრირებულია საქართველოში ბიზნესის ოპერატორების მხარდაჭერაზე. მივესალმებით “მეტრო ავრასია ჯორჯია ინვესთმენთს” და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ეფექტიანი და ორივე მხარისთვის ნაყოფიერი იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა