მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICC Georgia ხელისუფლებას შალვა რამიშვილის მიმართ ბრალდებების გამოსაძიებლად ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

6422a6b73a2ad
თამთა ჯიჯავაძე
28.03.23 12:45
426
საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში სახელისუფლებო ტელეკომპანია "პოსტ ტვ"-ში მიმდინარე შალვა რამიშვილის მხარდამჭერ კამპანიას ეხმიანება, რაც ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობას ეხება.

"სექსუალური ძალადობა სერიოზული პრობლემაა, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს გამანადგურებელი ეფექტი ინდივიდებზე, ორგანიზაციებზე და მთლიანად საზოგადოებაზე.

მიუღებელია, რომ საქართველოში, ამ პერიოდში ინდივიდები ჯერ კიდევ აწყდებიან შევიწროებასა და ძალადობას სამუშაო ადგილებზე. სექსუალური ძალადობა ნებისმიერი ფორმით, ფიზიკურია ეს, ვერბალური თუ ფსიქოლოგიური, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და ღირსების დარღვევაა. ქმნის რა მტრულ სამუშაო გარემოს, ძირს უთხრის პროდუქტიულობასა და მორალს და გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს ემოციურ და ფსიქოლოგიურ ზიანს.

ბიზნეს ლიდერებს გააჩნიათ პასუხისმგებლობა მტკიცედ აღუდგნენ წინ სამუშაო ადგილზე სექსუალურ ძალადობას. დამსაქმებლები, დასაქმებული და საზოგადოების ყველა წევრი ერთობლივად უნდა ქმნიდეს უსაფრთხო და პატივსაცემ სამუშაო გარემოს, რაც ხელს შეუწყობს თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას, სამართლიანობასა და პატივისცემის ამაღლებას.

უფრო მეტიც, ჩვენ დამნაშავეებს პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ თავიანთ ქმედებებზე და უზრუნველვყოთ, რომ სწორი შედეგებისთვის მოუწევთ თვალის გასწორება, იქნება ეს დისციპლინური პასუხისმგებლობა, საქმიანობის შეწყვეტა, სამართლებრივი სანქციები თუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

ICC Georgia მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს გაჭიანურება და მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ბ-ნ შალვა რამიშვილის მიმართ ძალიან სერიოზული ბრალდებების გამოსაძიებლად და გააკეთოს ყველაფერი, რათა მოხდეს კანონის იმპლემენტაცია და ძალადობის
მსხვერპლი პირების დაცვა ბულინგისა და შევიწროებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 46 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად გადის კონსულტაციებს გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G7, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN.