სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია მერიის მარეგულირებელ ფუნქციებზე, რომელსაც უწყება არაჯეროვნად ასრულებს, მათ შორის უკანონო მშენებლობების პრევენციაზე. აუდიტის სამსახურის დასკვნით, მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით, გატარებულმა ღონისძიებებმა (გამოწერილმა ჯარიმებმა) ვერ უზრუნველყო უნებართვო მშენებლობების შეჩერება, რაც ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობების ზედამხედველობასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და არამართლზომიერი ქმედების რისკებს წარმოშობს.
Bm.ge დაუკავშირდა ბათუმის მერიას და აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განმარტება მოითხოვა. თავის მხრივ, უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავს, რომ მშენებლობის შეჩერების მიზნით, კომპანიას ჯარიმები გამოუწერეს. გარდა ამისა, მერიაში განმარტავენ, რომ ჯარიმების გამოწერის და მათი გადაუხდელობის შემთხვევაში, საქმის სასამართლოში გაგზავნის მეტი ბერკეტი არ აქვთ:
„ყველაზე ფართომასშტაბიანი უკანონო მშენებლობა ბათუმში ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის “მეტრო ტერმინალს” უკავშირდება, რომელიც გოგოლის ქუჩაზე 50,000 კვადრატული მეტრის ნაკვეთზე 7 კორპუსს აშენებს.
რაც შეხება უნებართვო მშენებლობების კუთხით ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით გამოვლენილ ნაკლოვანებებს, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გატარებულია და მიმდინარე ეტაპზეც ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები დაჯარიმების შესახებ დადგენილებების გამოტანის, შენობა-ნაგებობების მშენებლობის შეჩერების და დემონტაჟის განხორციელების შესახებ. ყველა ასეთ ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილია სააღსრულებო ფურცლები და გაგზავნილია აღსასრულებლად სააღსრულებო ბიუროში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ