მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეტროსადგურ გოცირიძის" კონტრაქტორი კომპანია დაჯარიმდება - წილოსანი

62723d0b67bed
მარიამ ვარადაშვილი
04.05.22 12:43
8062
თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი ამბობს, რომ “მეტროსადგურ გოცირიძის” კონტრაქტორი კომპანია შპს "მამისონი" დაჯარიმდება.

“სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ვადებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, რის გამოც კონტრაქტორი დაჯარიმდება. შემსრულებელს ვადებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, რასაც ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვა. გადავადების კუთხით დიდ პერიოდზე საუბარი არ არის, დაახლოებით, ერთი თვე”, - აცხადებს წილოსანი.

მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის 3.5 მლნ ლარის ღირებულების პროექტი 2021 წლის თებერვალში დაიწყო და როგორც მაშინ დედაქალაქის მერი განმარტავდა, მეტროსადგური მოქალაქეებს მხოლოდ 3 თვით ვერ მოემსახურებოდა, თუმცა პროექტის განხორციელება კონტრაქტორ კომპანიასთან შექმნილი პრობლემების გამო გაჭიანურდა და დამკვეთმა "გოცირიძის" მეტროსადგურის რეაბილიტაცია სხვა კომპანიას მიანდო.

ახალ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამ მერიას პროექტი გაუძვირა. გაიზარდა მეტროსადგურის რეაბილიტაციის ღირებულება და ამ ეტაპზე ის 4.7 მლნ ლარია. ეს მეორე ხელშეკრულება, ითვალისწინებს პირველი ხელშეკრულების ნაწილის შესრულებას. ამასთან, დაემატა რიგი სამუშაოებისა, რომლებიც რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილ პრობლემებსაც მოიცავს.

როგორი იქნება რეაბილიტირებული მეტრო „გოცირიძე“ - ფოტო