მცირე და საშუალო მეწარმეები გაკოტრდნენ, მათი გაყიდვები ნულს გაუტოლდა, - ამის შესახებ განცხადება "მეწარმეთა კავშირის" დამფუძნებელმა გოგა ციცქიშვილმა გააკეთა. ციცქიშვილი ამბობს, რომ ის მცირე და საშუალო კომპანიები, რომლებიც ადგილობრივ ბაზარს ნატურალურ საკვებ პროდუქტს სთავაზობენ, პანდემიამდე ძირითადად, პროდუქციის რეალიზაციას ტურისტებზე ახერხებდნენ. ამიტომაც, მისი განმარტებით, იმის გამო რომ საქართველოსა და მსოფლიოში ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, კომპანიებს პროდუქციის რეალიზაცია უჭირთ, ამას ემატება სავაჭრო ქსელები, სადაც არსებული პირობების გამო, კომპანიები პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებენ.
“მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის პანდემია იყო დამანგრეველი. ისინი გაკოტრდნენ, მათი გაყიდვები ნულს გაუტოლდა. ამის გამო იძულებულები აღმოჩდნენ შეეჩერებინათ წარმოება და ალტერნატიული გზები მოეძიებინათ იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინათ. ამას ემატება ის კაბალური პირობები, რომელიც დღეს სუპერმარკეტების ქსელებშია. მიუხედავად ძალიან ბევრი ბრძოლისა, ფიზიკურად ვერ შევძელით ამ ბარიერის გადალახვა. აბსოლუტურად შეჩერებულია გამოფენა-გაყიდვები, შეჩერებულია სხვა ის მიმართულებები, რომლებიც მათთვის ხელშემწყობი იყო რეალიზაციის ნაწილში. მსგავსი მცირე კომპანიებისთვის, რომლებიც სხვადასხვა საკვებ პროდუქციას აწარმოებდნენ, დამაზიანებელი აღმოჩნდა ტურისტული სეზონის ჩავარდნა. ძირითადად ეს კატეგორია ტურისტებზეა დამოკიდებული, გაყიდვების 70-80% ტურისტებზე მოდიოდა.
რჩება ადგილობრივი ბაზარი, სადაც მცირე და საშუალო კომპანიების შესვლა არის ძალიან რთული. ჩვენ მაგალითად მოვახერხეთ, რომ სულ რაღაც 3-4 კომპანია შეგვეყვანა სავაჭრო ქსელებში", - ამბობს გოგა ციცქიშვილი.
საქართველოს მეწარმეთა კავშირი ამ ეტაპზე 350-მდე მცირე მეწარმეს აერთიანებს, რომელშიც გაერთიანებული მეწარმეების 80%-ს მსხვილ სავაჭრო ქსელებში პროდუქციის განთავსება უჭირს. როგორც ისინი bm.ge-სთან აცხადებენ, ნაწარმის დახლზე განთავსება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ხოლო მცირე მეწარმეებს უჭირთ ამ თანხების გადახდა, რის გამოც პროდუქცია სარეალიზაციოდ მსხვილ სუპერმარკეტებში იშვიათად გააქვთ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ