მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეხორბლეებთან შეთანხმებისთვის მზად ვართ... პურის ფასი არ უნდა გაიზარდოს“ - მინისტრი

62d5214d21650
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.22 13:00
834
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, რომ მეხორბლეებთან წისქვილკომბინატების ამუშავების საკითხზე მუდმივ კომუნიკაციაში არიან და ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის შეთავაზებულ პირობებთან დაკავშირებით შეთანხმებაზე მზად არიან. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

ამავე დროს მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ წისქვილკომბინატების ამუშავების შესახებ გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების გარეშე უნდა მოხდეს ანუ ამ გადაწყვეტილება პურის ფასი, გაზრდის კუთხით არ უნდა შეცვალოს.

„ბოლო პერიოდში ხორბლის ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები არსებობს შემცირების მიმართულებით. გარდა ამისა, ქვეყანაში ახალი მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს, რაც წისქვილკომბინატების ამოქმედებას შეუწყობს ხელს. ამ პროცესების დაკვირვებით მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა ღონისძიებები შეიძლება ამ კუთხით გატარდეს.

ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის არ იქნება მტკივნეული და პურის ფასს არ გაზრდის. ეს ჩვენი პირველი ამოცანაა და დანარჩენი სხვა პირობებთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის მზად ვართ“, - განაცხადა შამუგიამ.