მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მგზავრები": ზამთრის სეზონზე გუდაურში სასტუმროების ფასები 30-40%-ით შემცირდება

5f8d4613a1f09
ანუკა ჯოხაძე
18.10.20 18:00
1177
“ზამთრის სეზონზე გუდაურში სასტუმროების ფასები 30-40%-ით შემცირდება”, - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროების ქსელ “მგზავრების” წარმომადგენელმა დავით დოლიძემ განუცხადა.

ზუსტი პროგნოზების გაკეთება სექტორს უჭირს, მაგრამ ერთი ზუსტად იციან, ზამთრის კურორტებს, რომელიც ზაფხულის დასვენებაზე ძვირი ჯდება, ადგილობრივი დამსვენებლის ჯიბე ვერ გაწვდება.

სასტუმრო მგზავრების ქსელის წარმომადგენელი დავით დოლიძე ამბობს, რომ მგზავრებს განსხვავებული მიდგომა ექნება ბაკურიანისა და გუდაურის შემთხვევაში.

გუდაურში საქმე ბევრად უფრო რთულადაა. დოლიძე ამბობს, რომ გუდაურის სასტუმროებს ადგილობრივი დამსვენებლების მოსაზიდად ფასების 40%-ით შემცირება მაინც მოუწევთ.

“ბაკურიანი უფრო ქართველებზე მორგებული კურორტია, ოჯახური დასვენებისთვის, უფრო ბიუჯეტური. გუდაურში დამსვენებლების დაახლოებით 90% ბოლო წლებში უცხოელები იყვნენ და გუდაური უფრო მაღალი საფასო კატეგორიით იყო წარმოდგენილი ბაკურიანთან შედარებით. წელს უკვე გუდაურშიც ვფიქრობთ, ისეთი ხელმისაწვდომი ფასები გავხადოთ, რომ როგორც ბაკურიანში, ისე გუდაურში შეძლონ ქართველებმა ჩამოსვლა იმავე ფასად”, - ამბობს სასტუმროების ქსელ “მგზავრების” წარმომადგენელი დავით დოლიძე.