Microsoft-ში არ არსებობს ცნება - როდის იწყება სამუშაო და როდის მთავრდება, - მსოფლიოს ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანიაში არსებულ სამუშაო გარემოზე Microsoft-ის ტექნიკური რეკრუტერი, ელენე მურვანიძე საუბრობს. ის გადაცემა „ქალების ნარატივს“ თავის გამოცდილებას უზიარებს.
„Microsoft-ში გაქვს სრული თავისუფლება დაგეგმო შენი დღე და შეხვედრები, არავინ ამბობს რომ მაინც და მაინც მუშაობა უნდა დაიწყო 9-ზე ან 10-ზე. შენ ხარ შენი თავის უფროსი. რა თქმა უნდა, პროექტები გაქვს ჩაბარებული, და იცი დაახლოებით რა მოლოდინები არსებობს შენთან მიმართებაში. ყველა ადამიანი ამას პასუხისმგებლობით ეკიდება. მაგალითად, თუ პარასკევს ვერ ახერხებ რომ დროულად დაიწყო მუშობა, თავად შეგიძლია სხვა დღეს უფრო მეტი იმუშაო. მთავარია ის, რომ საქმე შესრულდეს და არა ის, თუ რამდენი საათი იმუშავებ“, - აღნიშნა ელენე მურვანიძემ.
რაც შეეხება „ოვერთაიმებს“, მისივე თქმით, არის რაღაც საქმეები, რაც დამატებით დროს მოითხოვს, და ეს ცხადია ანაზღაურებადია. „თუმცა თუ გინდა რომ განვითარებისთვის მეტი იმუშაო, წაიკითხო, მოუსმინო ტრენინგებს და ა.შ. ეს უკვე შენი არჩევანია“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ბევრი სამუშაოს მიუხედავად, განტვირთვა და საქმესა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი მნიშვნელოვანია.
ცნობისთვის, ელენე მურვანიძე Microsoft-ის გლობალურ გუნდს რამდენიმე თვის წინ შეუერთდა.
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ