მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიდეა" კავკასიის აკადემიასა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

608021090134c
BM.GE
22.04.21 10:00
1725
2021 წლის 19 აპრილს მიდეა კავკასიის ახლადდაარსებულმა საერთაშორისო აკადემიამ სწავლა ოფიციალურად დაიწყო. აკადემია მეტწილად პრაქტიკულ მეცადინეობებზე დაფუძნებული სასწავლებელია, რომელიც მიზნად ისახავს გათბობა-გაგრილების ენერგოეფექტიანი და ეკომეგობრული სისტემების შესახებ ცოდნის გაზიარებას. ამ მიზნის მისაღწევად, აკადემიაში მოწყობილია ჰაერის გათბობა-კონდიცირების თანამედროვე ლაბორატორია.

თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინჟინერიის სკოლას მიმდინარე სასწავლო წელს დაემატა შენობის სისტემების ინჟინერიის მიმართულება. სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია როგორც დარგის თეორიულ შესწავლაზე, ასევე - სტუდენტებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობასა და კვლევებზე.

"მიდეას" აკადემიისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობა საერთო მიზნებმა განაპირობა, რაც ინჟინერიის ამ მიმართულების პოპულარიზაციას და განვითარებას გულისხმობს.



19 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა სამოქმედო გეგმა, რომელსაც ორი ძირითადი მიმართულება აქვს:

დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია, ერთი მხრივ, ახალგაზრდების დარგით დაინტერესება, ხოლო მეორეს მხრივ - სტუდენტების განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა.

კონკრეტულად კი, კომპანია და უნივერსიტეტი შეთანხმდნენ შემდეგზე:

უნივერსიტეტი და აკადემია განახორციელებენ საერთო ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს და წაახალისებს ახალგაზრდების ინჟინერიის ამ მიმართულებით დაინტერესებას;

კომპანიის საკუთრებაში არსებული აკადემიის სივრცე (ჰაერის გათბობისა და კონდიცირების ლაბორატორია) დაეთმობა უნივერსიტეტის აქტივობებსა და აკადემიურ პროცესებს;

აკადემიის ლექციები, რომლებიც ჩატარდება აკადემიისავე ლაბორატორიაში, ინტერგრირდება უნივერსიტეტის პროგრამის კურიკულუმში;

შეიქმნება სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულების კარიერულ და პროფესიულ განვითარებას;

"მიდეას" აკადემია და თავისუფალი უნივერსიტეტი იმედს გამოთქვამენ რომ ამ სპეციალობით სულ უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება. მხარეები აცხადებენ მზაობას ხელი შეუწყონ საქართველოში ინჟინერიის, ამ მეტად პერსპექტიული და აქტუალური მიმართლების განვითარებას.
(NS)