26.სექტემბერი .2019 00:20

"მილიარდერები აღარ უნდა არსებობდნენ" - აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ინიციატივა

views 5450
უკან

ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი თავი წარმოადგინა, ქვეყნის მდიდარი მოქალაქეებისთვის ახალი გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის.



მემარცხენე რიტორიკით და მდიდრების კრიტიკით ცნობილი სენატორის გეგმა საკმაოდ რადიკალურია. ის ახალი გადასახადის დაწესებას ითხოვს ყველა ოჯახზე, რომელთა ქონებაც $32 მილიონ დოლარზე მეტია. 

 

”როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მე ვაპირებ შევამცირო შემოსავლისა და სიმდიდრის უთანასწორობის აღმაშფოთებელი, გროტესკული და ამორალური დონე”, - განუცხადა სანდერსმა New York Times- ს.

”ვფიქრობ, მილიარდერები არ უნდა იყვნენ”, - დასძინა მან.


სანდერსის გემის თანახმად, მდიდრებისთვის საგადასახადო განაკვეთის ზომა მათ ქონებაზე იქნება დამოკიდებული; აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ფორმულა ასე გამოიყურება: 

• $32 მილიონიდან $50 მილიონამდე : 1%
• $50 მილიონიდან $250 მილიონამდე: 2%
• $250 მილიონიდან $500 მილიონამდე: 3%
• $500 მილიონიდან $1 მილიარდამდე: 4%
• $1 მილიარდიდან $2.5 მილიარდამდე: 5%
• $2.5 მილიარდიდან $5 მილიარდამდე: 6%
• $5 მილიარდიდან $10 მილიარდამდე: 7%
• $10 მილიარდიდან ზემოთ: 8%




სანდერსის გეგმის მიხედვით, მდიდრების დაბეგვრა მომავალი 10 წლის განმავლობაში აშშ-ს ბიუჯეტს დაახლოებით, 4,35 ტრილიონ დოლარამდე შეავსებს. ფული კი, იმ ინიციატივებს მოხმარდება, რომელსაც პოლიტიკოსი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოქალაქეებს ჰპირდება; ესენია: ბავშვთა სამედიცინო დახმარების, ხელმისაწვდომი საცხოვრებლისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა.
 


ცნობისთვის: როგორც Vox ახლახან ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს, რომ სანდერსი მესამე ყველაზე პოპულარული საპრეზიდენტო კანდიდატია დემოკრატიული პარტიიდან.



Forbes-ს თანახმად, სენატორი ბერნ სანდერსის ქონება  2,5 მილიონი აშშ დოლარია.