მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მილიარდერებმა მსგავსი პრობლემის მოგვარებაზე პასუხი არ უნდა აგონ", - გეიტსი კლიმატის ცვლილებებზე

56d863fec7d86
ვიქტორია საკუროვა
03.03.16 22:10
1926
22 თებერვალს ბილ გეიტსს Tech Insider-თან ჰქონდა ინტერვიუ. დიდწილად, ის ეხებოდა ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროებს და მათ როლს დედამიწის დაბინძურებისგან გადარჩენაში. 
 
ბილ გეიტსის აზრით, მთავარი პრობლემა არა ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოპოვება, არამედ მისი (ენერგიის) შენახვაა, რადგან დღეს ვერ ნახავთ ისეთ საშუალებას, გამომუშავების სტადიაზეც კი, რომელიც 1 დღეზე მეტი ხნით ინარჩუნებს მას.

სუფთა ენერგიის პრობლემის მოგვარება სხვა გზითაც შეიძლება, მაგალითად, მისი გამომუშავებისთვის საჭირო ტექნოლოგიების გაიაფება, გაუსაფრთხოება.

"შემიძლია დავასახელო პრობლემის მოგვარების უამრავი გზა. მაგალითად, მოვაგროვოთ მთელი ნახშიროჟანგი, რომელიც გამოიყოფა ნახშირის წვის პროცესში".

ენერგეტიკული ინდუსტრიის პრობლემებზე საუბრისას, ბილ გეითსს მოყავს სტატისტიკური მაგალითები. ერთ-ერთი ეხება აფრიკაში ელექტრომომარაგების დონეს, ამ კონტინენტის დიდ ნაწილზე ენერგიის რაოდენობის მაჩვენებელი არ განსვხავდება 20 წლის წინანდელ მონაცემებისგან. ამ ყველაფერში კი დამნაშავენი გეიტსის სახელმწიფოები არიან. მაგალითად, აშშ-ში ენერგეტიკული სფეროს ბიუჯეტი ათწლეულების მანძილზე არ გაზრდილა. საბედნიეროდ, ყველაფერი იცვლება და 20-მა ქვეყანამ 2015 წლის დასასრულს დადო ხელშეკრულება მომდევნო 5 წლის მანძილზე ბიუჯეტის გაორმაგების თაობაზე.

უახლოეს 15 წელიწადში გეიტსი ელის ენერგო-ინდუსტრიულ საოცრებას. ამ ცნებაში ის გულისხმობს ისეთივე გადატრიალებას, როდოგიც კომპიუტერის, მიკროსქემების, ინტერნეტისა და მობილური ტელეფონის გამოგონებამ გამოიწვია. 30 წელიწადში, ბილ გეიტსის აზრით, კაცობრიობა კიბოს წამალს აღმოაჩენს, თუმცა უდიდეს პრიბლემა ის ინფექციურ დაავადებებს მიიჩნევს, ამიტომაც მისი ოჯახის ფონდი დიდ თანხებს დებს მათგან განკურნვაში.

მისი თქმით, პირველ რიგში, კლიმატისგან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები იზარალებენ. ბრინჯი, ხორბალი, მაისი - ყველა ეს მცენარე დამოკიდებულია სითბოზე, რომლებსაც, თუ ასე გაგრძელდა დედამიწის დაბინძურება, გადაშენება ელით.

შესაბამისა, ყველაზე მეტად რისკის ქვეშ მიწათმოქმედი საზოგადოება იმყოფება, შემდეგ ისინი, ვინც ოკეანისა და მდინარეების მიდამოებში ცხოვრობენ, რადგან საგრძნობლად იმატებს წყლის დონე.

"მილიარდერები არ უნდა წყვეტდნენ მსგავს პრობლემებს, რადგან ჩვენ არ ვართ სახელმწიფო".

საქველმოქმედო ფონდები, სახელმწიფოებთან შედარებით, მცირენი არიან. აშშ-ში ისინი ეკონომიკის 2%-ს იკავებენ და ეს მსოფლიოს უდიდესი მაჩვენებელია. გეიტსის ოჯახის ფონდიც კი, რომელსაც 1380 თანამშრომელი ყავს და ფლობს კაპიტალს $41 მლრდ-ის ოდენობით ვერ გააკეთებს იმას, რაც ევალება სახელმწიფოს.

გეიტსის აზრით, ასეთი პრობლემებისგან თავის არიდებისა და დედამიწის გადარჩენისთვის, საჭიროა შესაბამისი სფეროების ბიუჯეტის 3-ჯერ მაინც გაზრდა.

"აშშ-მ უნდა დაიხმაროს სხვა ქვეყნებიც ამ პრობლების მოსაგვარებლად, რადგან მისი გადაწყვეტა მეცნიერულად ძალიან განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებს შეუძლიათ".

IHUB Tbilisi