17.მარტი .2020 15:20

"მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ მინიმალური შემოსავლის გარეშე"

views 219
უკან

მიმდინარეობს მოლაპარაკება „თბილისის მიკროავტობუსის“ მენეჯმენტთან, რათა არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ მინიმალური შემოსავლის გარეშე, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი. 

„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება „თბილისის მიკროავტობუსის“ მენეჯმენტთან, რათა მათ მოახერხონ, რომ არასამუშაო პერიოდში მიკროავტობუსების მძღოლები არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავლის გარეშე. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, საზოგადოებამ იცის, რომ ყოველდღიურად ხდება თბილისის მეტროს და ავტობუსების დეზინფექცია და მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენის ნორმები“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის: მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება.