მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიმინოს" აეროდრომის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება

5de9037b4e4ab
ანუკა ჯოხაძე
05.12.19 17:00
1536
თელავში, "მიმინოს" აეროდრომის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება.

როგორც BM.GE-ს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ტეფნაძემ განუცხადა, ობიექტის რეაბილიტაციის შემდეგ თელავიდან 20-ადგილიანი თვითმფრინავი იფრენს.

ტეფნაძე რეაბილიტაციის ხარჯების მოცულობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას თავად უნივერსიტეტი დაფარავს.

მისი ცნობით, მგზავრებს თელავში იგივე ავიაკომპანია მოემსახურება, რომელიც საქართველოში სხვა შიდა ფრენებზე მუშაობს.