მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მინდა, მივცე რეკომენდაცია ყველა სამედიცინო დაწესებულებას" - რას ურჩევს კლინიკებს მინისტრი

5e2eb6db218f9
ინგა მურუსიძე
27.01.20 14:11
1848
მინდა, მივცე რეკომენდაცია ყველა დაწესებულებას, ნუ შეეცდებიან თავიანთი ხარჯების ოპტიმიზაციას სამედიცინო პერსონალის ხარჯზე, - ასე მიმართავს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების ხელმძღვანელებს, რომლებიც ამბობენ, რომ ხარჯების შემცირების გამო, იძულებული გახდნენ თანამშრომლების ხელფასები 20%-30%-ით შეემცირებინათ.

„არ შეიძლება ექთნებისთვის ცალსახად მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება. სამომავლოდ, ეს ყველაფერი სელექტიური კონტრაქტებით გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო ნორმატივებზე დაყრდნობით. მინდა მივცე რეკომენდაცია ყველა დაწესებულებას, ნუ შეეცდებიან თავიანთი ხარჯების ოპტიმიზაციას სამედიცინო პერსონალის ხარჯზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, სამინისტრო ექთნების უფლებებს დაიცავს.

„მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომელიც გაჟღერებული იყო ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში, რომ არის გადინება სამედიცინო პერსონალის სხვადასხვა სტრუქტირებში, ეს ბადებს გარკვეულ კითხვებს, რადგან ის ვალდებულებები, რაც სახელმწიფოს უდგას კლინიკების მიმართ, არ არის 520-ე დადგენილების ფარგლებში, შესაბამისად, მათ გადასახადების მიმართულებით არანაირი რისკი არ უდგათ და ეს არ უნდა ასახულიყო მედპერსონალზე. გარდა ამისა, 520-ე დადგენილება მოიცავს სახელფასო ანაზღაურების სრულიად იმ ციფრებს და მასშტაბებს, რომლებიც იყო 520-ე დადგენილების ჩაშვებამდე და დაწყებამდე. ანუ როცა მაისის თვიდან ჩვენ მოგვიწევს ანაზღაურების გადახდა, პერსონალის ანაზღაურებაზე, ის ასახული არ უნდა იყოს. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ექიმების და ექთნების უფლებებს“, - თქვა მინისტრმა.