იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ ტარიფებს დაფინანსების ახალი სისტემის ამოქმედებამდე გადახედავს.
როგორც მან “საქმის კურსში” განაცხადა, არსებული ტარიფი ათი წლის წინ არის მიღებული და ამ ვითარებაში უკვე არარელევანტურია. შეგახსენებთ, დღეს 100-მდე ჰოსპიტალმა ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს ერთობლივი წერილით სწორედ ამ საკითხზე მიმართა.
“ჩვენს წერილში აღწერილია ის ვითარება, რაც ქვეყანაში შეიქმნა და შედარებულია ის ფინანსური ცვლილებები, რომლებიც 2013 წლიდან დღემდე მოხდა. თითქმის 10 წელი გავიდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან და ის ტარიფები, რომლებიც მაშინ არის ჩადებული, რა თქმა უნდა, გადახედვას მოითხოვს. ძალიან ბევრი რამ არის შეცვლილი - დაწყებული მედიკამენტების ფასიდან ელექტროენერგიით დამთავრებული. ეს რიცხვები ამ წერილში ასახულია. ვფიქრობ, ამ საკითხის წამოჭრა და ინტენსიური განხილვა სამუშაო ფორმატში გასატარებელი ღონისძიებაა, რაც ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა კიდეც. იმედი გვქონდა და ახლაც გვაქვს, რომ ეს თემა შეთანხმებული და განხილული იქნება, რადგან მართლაც ძალიან რთულია მსგავსი სერიოზული ცვლილებების გარეშე ამ პროგრამის წარმატებულად განხორციელება”, - აცხადებს ჩხაიძე.
მისივე თქმით, ტარიფების გადახედვის საკითხზე ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან არ უსაუბრიათ, თუმცა მინისტრის მოადგილეებთან ეს საკითხი არაერთხელ განუხილავთ.
“გარკვეული მოლოდინი გვქონდა, რომ ივლისში გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ამიტომ, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არ არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია რამდენიმე შეხვედრის შემდგომ. ეს მართლაც სერიოზული სამუშაოა, რაც შესრულდა ამ პერიოდის განმავლობაში და მაინც ვფიქრობთ, რომ ერთი შეხვედრა უშუალოდ მინისტრის მონაწილეობით და ამ დეტალებზე კიდევ ერთხელ საუბარი ალბათ აუცილებელი იქნება. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს შეხვედრა პროდუქტიული აღმოჩნდეს, რადგან არ ვთვლით რომ რამე განსაკუთრებულს ვითხოვთ ან ეს ისეთი საკითხია, რისი შესრულებაც არ შეიძლება”, - ამბობს ჩხაიძე.
ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ტარიფების გადახედვაზე უარის თქმის შემთხვევაში, გარკვეულმა კლინიკებმა შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დატოვონ, თუმცა ფიქრობს, რომ კლინიკების მხრიდან მსგავსი რადიკალური ნაბიჯები არ იქნება და მინისტრთან შეხვედრა გაიმართება. "შესაძლოა ერთეული კლინიკა ასეც მოიქცეს, თუმცა ამას სისტემური ხასიათი არ ექნება",-აცხადებს ჩხაიძე.
საქართველოში მოქმედი 100-მდე კლინიკის ჯანდაცვის მინისტრისადმი გაგზავნილ მიმართვაში საუბარია იმ პრობლემების შესახებ, რომლის წინაშეც სექტორი გაზრდილი ფასების გამო დადგა. განცხადება სრულად ნახეთ აქ
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე