საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იმდენად კარგ სეზონს ატარებს "ნაპოლიში’’, რომ მისი ტალანტით არამხოლოდ იტალიასა და ევროპაში, არამედ ამერიკაშიც დაინტერესდნენ. სულ ახლახანს ცნობილი ამერიკული გამოცემა New York Times-ის მთავარი საფეხბურთო კორესპონდენტი რორი სმითი სპეციალურად ჩავიდა ნეაპოლში, რათა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაეწერა. ისინი ერთმანეთს სასტუმრო Grand Hotel Parker’s-ის ტერასაზე შეხვდნენ და როგორც ავტორი აღნიშნავს საფეხბურთო "სითავხედით’’ ცნობილი კვარაცხელია რეალურ ცხოვრებაში ძალიან თავმდაბალი და მორცხვი ადამიანია, რომელმაც ინტერვიუს დროს არ იცოდა ხელები სად წაეღო.
“მოედანზე მისი კომფორტის ზონიდან გამოყვანა რთული მოსახერხებელია, ინტერვიუს დროს კი აშკარად ჩანდა, რომ ეს მისი საყვარელი საქმე ნამდვილად არ იყო”, - წერს სმითი.
მათ ისაუბრეს ნაეაპოლში გადასვლაზე, მწვრთნელ ლუჩიანო სპალეტისთან ურთიერთობაზე და ხვიჩას სათამაშო სტილზე, რომელზეც ფეხბურთელი გამუდმებით მუშაობს:
"ჩემი ხელწერა სწორედ ეს თავისუფლებაა. საკუთარ თავს სწორედ ამით ვცნობ. მიყვარს, რასაც ვაკეთებ. როდესაც ფეხბურთს ვთამაშობ, პროცესით ბოლომდე გატაცებული ვარ", - ამბობს კვარაცხელია.
“მნიშვნელოვანია, როდესაც გულითა და ემოციებით დატვირთული თამაშობ, თუმცა, ყველაფერში გონებაც უნდა იყოს ჩართული. სწორედ ეს მოდის მას მერე, რაც ვარჯიშებზე თითქოს ყველაფერი გაიარე და შეცდომებზეც რაღაცეები ისწავლე. ჩემი თამაშიც სწორედ ამაზეა დაფუძნებული. გულით ვთამაშობ და თან ვფიქრობ. თუკი მოედანზე მიმდინარე პროცესებს გონებას არ დაატანთ, უკეთესი ვერასდროს გახდებით", - აცხადებს ,,ნაპოლის’’ შემტევი.
საბოლოო ჯამში ამერიკელი ჟურნალისტი გაკვირვებული დარჩა კვარაცხელიას ,,არავარსკვლავური’’ ბუნებით და აღნიშნა, რომ ევროპულ ასპარეზზე 9 თვიანი ასპარეზობის შედეგად მისი სახელი უკვე მთელმა საფეხბურთო სამყარომ იცის და მომავალშიც ბევრი წარმატება ელოდება.
ცნობისთვის, რორი სმითი კვარაცხელიაზე პირველად არ წერს. ის შარშან შემოდგომით ბათუმშიც იყო ჩამოსული, რათა New York Times-ის მკითხველებისთვის ქართველ ტალანტზე სტატია მოემზადებინა სათაურით: "მყისიერი ლეგენდა კვარადონაზე".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი