მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მისო-ები ლარის დევალვაციის ტალღას ბევრად მომზადებულნი შეხვდნენ" - არჩილ ბაკურაძე

5f6e00d559085
ვიქტორია მღებრიშვილი
27.09.20 10:10
1069
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ ლარის გაუფასურების ახალი ტალღა მიკროსაფინანსო სფეროზე განსაკუთრებით მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, რადგანაც მათი სესხების უდიდესი ნაწილი არა უცხოურ ვალურაში, არამედ ლარში არის ნომინირებული. 

„მისო-ები ბევრად მომზადებულნი შეხვდნენ ლარის დევალვაციის ტალღას“ - აცხადებს BM.GE-სთან საუბრისას არჩილ ბაკურაძე.

ბაკურაძის განცხადებით, მათი დოლარიზაციის მაჩვენებელი 8%-ია, რაც ნიშნავს იმას რომ სესხების მხოლოდ 8%-ია დოლარში.

„ჩვენ 400 000-ზე მეტ ადამიანს ვემსახურებით და გამოდის რომ ჩვენი გაცემული თანხების ძალიან მცირე ნაწილი მოდის დოლარზე, შესაბამისად ისინი ნაკლებად იგრძნობენ ლარის გაუფასურებას. ფაქტობრივად, მიკროსაფინანსო სექტორი ბევრად უფრო მომზადებული შეხვდა ამ დევალვაციის ტალღას. ის, რომ მომსახურებაში დოლარის სესხები ნაკლები გვაქვს, ნიშნავს იმას რომ მოწყვლადობა ნაკლები იქნება. ადამიანს თუ ლარში აქვს სესხი ლარის კურსი მას არ ადარდებს“, - განაცხადა „კრისტალის“ გამგეობის თავმჯდომარემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით მისო-ების ჯამური საკრედიტო პორტფელი 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს. სექტორის მიერ გაცემული კრედიტების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - 445 მლნ ლარი სალომბარდე სესხებზე მოდის, შემდეგაა სამომხმარებლო სესხები (262 მლნ ლარი) და მესამე ადგილს კი ვაჭრობისა და მომსახურების სექტორზე გაცემული სესხები შეადგენს, რომლის პორტფელის 200 მლნ ლარია.