როგორც საფეხბურთო კლუბი Bayern Munich-ი აცხადებს, კლუბმა თანამშრომლობა გაახანგრძლივა გერმანულ ავტოკონცერნ Audi-თან, რითიც ის დამატებით 50 მილიონ ევროს მიიღებს. ახალი ხელშეკრულება 2029 წლის ბოლომდე იქნება ძალაში. ამის შესახებ news.cgtn.com-ი იუწყბა Bild-ზე დაყრდნობით.
„ძალიან მოხარული ვარ „აუდისთან“ ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებით. „ბაიერნისთვის“ ეს ხელშეკრულება მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია მომავალში. ეს სერიოზული გარიგებაა, რომელიც დივიდენდებს მოუტანს ორივე მხარეს“, – განაცხადა „ბაიერნის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ჰილდაგარდ ვორტმანმა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე კლუბი Audi-სგან, წელიწადში 40 მილიონ ევროს იღებდა. მხარეები უკვე 17 წელია, რაც თანამშრომლობენ.