მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მოხდეს ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა" - კახი კალაძე

5df0967f8d704
ინგა მურუსიძე
11.12.19 11:08
1712
თბილისის მერის კახა კალაძის განაცხადებით, დედაქალაქში მიკროავტობუსის საფასური არ გაიზრდება. 

ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მივაღწიეთ შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა ისე, რომ მოსახლეობას არ გაეზარდოს ტარიფები“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლება 2020 წლიდან დაიწყება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნოემბერში თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა, რომ ორი კვირის განმავლობაში წარედგინა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდებოდა მიკროავტობუსების ჩანაცვლება 2020-წლიდან.