29.აგვისტო .2020 20:36

"მივედი ზღვართან, ან უნდა დავხურო, ან უნდა გავაფართოვო ფერმა" - ფერმერი

views 3550
უკან

"მივედი იმ ზღვართან ან უნდა დავხურო ან უნდა გავაფრათოვო ფერმა”-ამის შესახებ განცხადება bm.ge-თან ქობულეთში მცხოვრებმა ფერმერმა ზვიად მახათაძემ გააკეთა. მისი თქმით, ის უკვე წლებია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი ჩოლოქში 71 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის გადაცემას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

“ეს არის მიწა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია და არ მუშავდება. თუ გაფართოვება ვერ შევძელი, აზრი არ აქვს ამ საქმის კეთებას. ყველაფერი უკან-უკან მიდის. 2017 წლიდან გქვონდა განაცხადი მიწის იჯარით გადაცემის შესახებ, იქიდან მოყოლებული ვიბრძვით, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ვერ განვიხილავთ ამ ტერიტოიის იჯერით გაცემასო. ამ დროისთვის 30 სული საქონელი გვყავს, მაგრამ თუ ეს მიწის ნაკვეთი იჯარით გადმოგვეცემა , გავზრდით ფერმას და მინიმუმ წლის განმავლობაში 1 მილიონი ლიტრი რძის წარმოებას შევძლებთ”-აცხადებს მახათაძე.

მისივე თქმით, საკვების ფასი წლიდან წლამდე იზრდება, რაც პროდუქტის მათ შორის რძის თვითღირებულებას ზრდის. “გასულ წელს თუ ვყიდულობდი ქატოს 32 ლარად, 39 ლარი ღირს , ასევე გაძვირდა თივა, გარდა ამისა, თივას ასაწყობებენ და ზამთარში მისი ფასი მკვეთრად იზრდება, რაც ჩვენზეც მოქმედებს და იძულებულები ვართ რძის და მაწვნის ჩასაბარენელი ფასი გავზარდოთ,"- ამბობს მახათაძე.

მისივე თქმით, გასულ წელს ის ერთ ქილა მაწონს 90 თეთრად აბარებდა, თუმცა წელს გაზრდილი ხარჯების გამო ჩასაბარენელი ფასი 40-50 თეთრით გაიზარდა.

“ვითხოვ მხოლოდ ,იმას რომ გადმოგვეცეს იჯარით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეუნეო მიწის ნაკვეთი, რომელსაც არ იყენებენ, სხვანაირად ჩვენს არსებობას აზრი ეკარგება”-აცხადებს მახათაძე.