მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მივიღე გადაწყვეტილება წავიდე პოლიტიკიდან" -გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერობიდან გადადგა

5e8d97d5e0d52
ელენე გოგბერაშვილი
08.04.20 13:18
3405
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია მისი მერობის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ჭიღვარია წერს, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება, არამხოლოდ მერობიდან გადადგეს, არამედ წავიდეს პოლიტიკიდანაც. 

"2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა, ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს - გვერდით დგომისთვის, მედიას- თანამშრომლობისთვის. მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს!" -წერს ჭიღვარია.