მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მივიწყებული ტრადიცია გავაცოცხლეთ" - სწრაფი კვების ობიექტი "მესხური"

61f385f655344
მარიამ იზორია
14.02.22 09:00
5484
თბილისში, ივერთუბანში ახალი სწრაფი კვების ობიექტი “მესხური” გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს მესხურ ტრადიციულ ფურნეში მომზადებულ საკვებს სთავაზობს. "მესხური", ჯერჯერობით, მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისზე მუშაობს.

როგორც bm.ge-ს “მესხურის” დამფუძნებლებმა ნათია მაისურაძემ და შოთა თუმანიშვილმა უთხრეს, ტრადიციული ფურნეს აშენებისა და სივრცის მოწყობისთვის, დაახლოებით, 135 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს. "მესხურის" პროდუქტების ფასი 8-დან 60 ლარამდე მერყეობს.

"ძველი მივიწყებული ტრადიცია გავაცოცხლეთ და მესხური ფურნე ავაშენეთ, სადაც სომინი პური ცხვება. სწორედ ამ პურშია საკვები მოთავსებული. პური უგემრიელესია, შეშაზე გამომცხვარი. სასიამოვნოა, რომ მისმა იდეამ გაამართლა. დღეს "მესხურს" ერთად ვხელმძღვანელობთ, მოკლე დროში ასეთი ცნობადობა გვახარებს, ყოველი კმაყოფილი მომხარებელი გვაბედნიერებს, რადგან ტრადიციის აღსადგენად უდიდესი შრომა ჩავდეთ.

სამომავლო გეგმებში გაფართოებაც შედის; ჯამში, სამ სართულს ვფლობთ და მხოლოდ მცირე ნაწილი გვაქვს ათვისებული; შესაბამისად, სამომავლოდ ადგილზე განთავსების სერვისის შეთავაზებასაც განვიხილავთ. ამასთან, გვსურს, ფილიალი ქალაქის ცენტრშიც გავხსნათ, რათა ადამიანებისთვის “მესხურის” პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი იყოს”, - აღნიშნავენ “მესხურის” დამფუძნებლები.