ევროპულმა ბიზნეს ასოციაციამ (EBA) საქართველოს კერძო სექტორის კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც ბიზნესს საქმიანობის სხვადასხვა ასპექტის შესახებ დაუსვეს კითხვები. ანგარიშის თანახმად, ბიზნესი პრობლემების მოგვარებისთვის ყველაზე ხშირად პერსონალურ კონტაქტებს იყენებს. გამოკითხულთა 69% პირველ პასუხად სწორედ მას ასახელებს. მეორე ადგილზეა შესაბამისი უწყებებისთვის მიმართვა, რასაც პირველ პასუხად გამოკითხულთა 61% ასახელებს.
BMG-სთან ამ კვლევის შესახებ ასოციაციის თავმჯდომარემ, ჯონ ბრაეკეველდტმა ისაუბრა. მისი განცხადებით, ბიზნესების მიერ პრობლემების მოგვარებისთვის პირველ რიგში მათ ნაცნობებთან მიმართვა პრობლემას წარმოადგენს და ის თავის თავში კორუფციულ რისკებსაც მოიცავს.
“კითხვარში ერთი ასეთი მნიშვნელოვანი კითხვა იყო ბიზნესებისთვის: როცა პრობლემა გაქვთ, როგორ აგვარებთ? პირველი პასუხი იყო – ნაცნობების, კერძო კონტაქტების მეშვეობით. სინამდვილეში, ეს არ არის კარგი ამბავი, რადგან ეს ზრდის კორუფციის რისკებს. რამ უნდა ჩაანაცვლოს ეს პრაქტიკა? პასუხი მარტივია – ბიზნესის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა. კვლევამ ისიც აჩვენა, რომ სამინისტროს, DCFTA–ს მხარდამჭერ ჯგუფს, ინვესტორთა საბჭოს – ბიზნესი პრობლემის მოსაგვარებლად ყველაზე ნაკლებად ირჩევს,”- აღნიშნავს ჯონ ბრაეკეველდტი.
EBA-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბიზნესი პერსონალურ კონტაქტებს არამხოლოდ პრობლემების მოგვარების #1 გზად (გამოკითხულთა 69%) ასახელებს, არამედ აღნიშნავს, რომ ეს გზა ყველაზე ეფექტიანიცაა (გამოკითხულთა 88%).
ევროპული ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მათ შექმნეს ახალი პლატფორმა, რომლის მიზანიც ბიზნესებს საჭირო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.
“ჩვენ გადავწყვიტეთ ევროპული ეკონომიკური ურთიერთობების პლატფორმის დაფუძნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა ბიზნესასოციაცია, რომელიც მოინდომებს ამ პლატფორმის გამოყენებას. ამ ეტაპზე ეს არის ვებგვერდი, სადაც მოთავსდება ბიზნესის მხარდამჭერი ყველა ორგანიზაცია, ლოგოთი და საკონტაქტო ინფორმაციით იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს საერთო ინფორმაცია და არჩევანი; ასევე, პოლიტიკის ყველა დოკუმენტი არა მხოლოდ ევროპული ბიზნესასოციაციისგან, არამედ, პლატფორმის ყველა წევრისგან.
ჯერ–ჯერობით პლატფორმაზე ინდივიდუალური ბიზნესების რეგისტრირებას არ ვგეგმავთ, ასოციაციებსა და ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებზე ვაკეთებთ აქცენტს, თუმცა, თქვენი ეთერის მეშვეობით მინდა მივმართო ყველა დაინტერესებულ ბიზნესს, თუ თქვენ ხართ რომელიმე ასოციაციის წევრი, მიმართეთ თქვენს ასოციაციას და მათი მეშვეობით, თქვენც დაგარეგისტრირებთ. ვებგვერდზე რეგისტრირებულები არიან საელჩოებიც, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც, ამიტომ ინფორმაციაც მაგალითად რომელიმე დაგეგმილი სავაჭრო მისიის შესახებ, დაინტერესებული პირებისთვის რეალურ რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი. ამდენად, B2B შეხვედრების ორგანიზებაც გაცილებით გამარტივდება. ჩვენი შედარებით გრძელვადიანი მიზანია – ონლაინ B2B შეხვედრების ორგანიზებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ევროპულ კომპანიას, რომელსაც ევროპაში აქვს წვდომა მსგავს სისტემაზე (და ამაში ბრიუსელი გვეხმარება) შეძლებს ონლაინ კალენდრის ორგანიზებას საქართველოში პლატფორმის წევრ ბიზნესებთან. ეს არის განვითარების შემდეგი ნაბიჯი, რაც უკვე მონიშნული გვაქვს,”- აცხადებს ბრაეკეველდტი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი