„ეს მიზანმიმართული შავი პიარია“ - ასე პასუხობს ბელარუსული გამოცემის მიერ ქართული ღვინის "კახეთის ღვინო" რეალიზაციისა და შეტანის აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებულ სტატიას, ღვინის მწარმოებელი კომპანია "ყვარლის სარდაფის“ დირექტორი ნიკოლოზ შეყრილაძე.
მისი თქმით, „ყვარლის სარდაფმა“ ბელარუსში 20 000 ბოთლი ღვინო 2021 წლის ზაფხულში გაიტანა, რის შემდეგაც ქვეყანაში ღვინის სტანდარტების მიმართ მოთხოვნები შეიცვალა და ქართულმა მწარმოებელმა ეს მოთხოვნები დააკმაყოფილა და მას შემდეგ ღვინო ექსპორტზე მათ შორის ბელარუსის მიმართულებითაც შეფერხების გარეშე გააქვს. გარდა ამისა, ნიკოლოზ შეყრილაძე აღნიშნავს, რომ აკრძალული ღვინოების სიაში ზაფხულში როგორც ქართული, ასევე ესპანური და სხვა ქვეყნის წარმოების ღვინოებიც მოხვდნენ.
„ბელარუსი ბიზნესის კუთხით არასტაბილური ბაზარია. ღვინო, რომელზეც ეს სტატია დაიწერა, ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა ბელარუსში მოხდა ასეთი რამ: საკვები დანამატი E 200 1 ლიტრ ღვინოზე ძალიან მცირე რაოდენობით ემატება, რათა შენახვის არასათანადო პირობების შემთხვევაში, ღვინომ დუღილი არ დაიწყოს. ამ ნივთიერების ღვინის შემადგენლობაში მოხვედრა დასაშვებია ყველა განვითარებულ ქვეყანაში, თუმცა ბელარუსმა ეს დანამატი ზაფხულის შემდეგ აკრძალა, რის გამოც სტანდარტების შეცვლამდე გატანილი ღვინოც აკრძალულ ღვინოებს შორის მოხვდა. ეს პარტია ზაფხულში გავუშვით და ივლისის ბოლოს გავიგეთ რომ ღვინის მიმართ ბელარუსმა მოთხოვნები შეცვალა, მხოლოდ ამის შემდეგ შევცვალეთ ეს საკვები დანამატი ბელარუსის მიერ მოთხოვილი სტანდარტების მიხედვით. რეალიზაციიდან ამოღებული 20 000 ბოთლი ღვინის ზარალი კი ჩვენს ბელარუს პარტნიორთან ერთად გავინაწილეთ“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.
„ყვარლის სარდაფის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კომპანია თავისი ღვინოებით ბელარუსში საკმაოდ კარგად პოზიციონირებს და მაგალითისთვის აცხადებს, რომ 2021 წელს მხოლოდ ბელარუსში 1 მლნ ბოთლი ღვინის რეალიზება მოახდინეს. მისი თქმით, დღეს ბელარუსული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია კომპანიის წინააღმდეგ მიმართული შავი კამპანიაა.
„ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ბელარუსის ბაზარზე და კონკრეტულად ჩვენს კომპანიაზე რატომ დაიწერა ამ ტიპის სტატია, არ ვიცით, ვფიქრობთ, რომ ეს მიზანმიმართული შავი პიარია“, - აღნიშნა ნიკოლოზ შეყრილაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას