მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მკისა" აგრონომი - ახალი, განსხვავებული წევრი სოფლის მეურნეობის დარგში

61a757c8c1bc4
მარიამ იზორია
01.12.21 00:12
2563

"მკისამ” ბოლნისში სიმინდის ყანა და ნუშის ბაღი რამდენიმე ათეულ ჰექტარზე გააშენა, სიმინდის პირველი მოსავალი აიღო და ადგილობრივი ბაზარი მოამარაგა. ახლა კი, ხობში 20 ჰექტრის დამუშავება და მოცვის ბაღის გასაშენებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თაკო ახვლედიანმა განუცხადა.

"მკისა გამორჩეული წამოწყებაა სოფლის მეურნეუბის მიმართულებით. ის ძალიან ჭკვიანი, მიზანდასახული და რა თქმა უნდა, დიდი გეგმების მქონე აგრონომია. "მკისამ “ წელს უკვე გააშენა ნუშის ბაღი 10 ჰექტარზე, სიმინდის ყანა კი 24 ჰექტარზე და საკმაოდ კარგი მოსავალიც აიღო, 1 ჰექტარზე დაახლოებით 13 ტონა მოვიდა. ამ ყველაფრის მიღწევა, კი კვალიფიციური გუნდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებაა. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი ტექნოლოგიაა ჩვენი საკუთარი მეტეოსადგური, რომელიც ამინდის პროგნოზის გარდა, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. მაგალითად: ქარის სიჩქარე და მოძრაობის მიმართულება, ინფორმაცია ნალექისა და ტენიანობის შესახებ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მისი დახმარებით შეგვიძლია განვსაზღვროთ რას გრძნობენ ჩვენი ნერგები", - ამბობს „მკისას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, „მკისა“ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სულ რაღაც ერთი წელია ოპერირებს და ამ დროისთვის სამუშაოებს საქართველოს რამდენიმე რეგიონში ბოლნისში, ხობსა და წყალტუბოში ახორციელებს. კომპანიის ინვესტიცია 6 000 000 ლარზე მეტია და რეგულარულად 15 ადამიანს ასაქმებს.