მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მნიშვნელოვანია ადამიანმა იცოდეს, როგორ განკარგოს შემოსავალი" - ფულის კვირეულის მიზნები

6061b6403a21b
ლიკა გურაბანიძე
29.03.21 21:49
1065
საქართველო ფულის კვირეულს წელსაც შეუერთდა და ის ერთ-ერთია იმ 152 ქვეყანას შორის, რომელიც ამ საერთაშორისო კვირეულს აღნიშნავს. ფულის კვირეულის მიზნებთან დაკავშირებით "საქმიან დილაში” საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ისაუბრა.

“ფულის კვირეული ფინანსური ცნობიერების ამაღლებისკენაა მიმართული, რათა ფინანსების მართვა ადრეული ასაკიდან დავიწყოთ. ასევე მნიშვნელოვანია ადამიანმა იცოდეს, როგორ უნდა განკარგოს საკუთარი შემოსავალი, თუნდაც იმიტომ, რომ დღეს ხშირად მანიპულირებენ კურსით და პროცენტებით.

ასევე, ფულის კვირეული მიმართულია იმისკენ, თუ რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ, რომ კრიზისებისთვის მეტად მომზადებული იყოს. კრიზისები მუდმივად ხდება და ეს ციკლურია, მაგალითად ახლანდელ კრიზისს არავინ ელოდებოდა, თუმცა სხვა სახის კრიზისები მუდმივად არსებობს, რაც გლობალურად მოქმედებს - კონფლიქტები, ქვეყნების არასტაბილური მდგომარეობა, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მოსახლეობამ რომ მეტად მომზადებული იყოს",- განმარტა ძნელაძემ.

მისივე თქმით, ვალუტის კურსი პირდაპირ არ ასახავს ფულის ღირებულებას და მისი ცვალებადობა შესაძლოა უამრავი წინაპირობით იყოს განპირობებული. ძნელაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანს კონკრეტული დანაზოგი ჰქონდეს, რადგან ნებისმიერი წამოწყების სრულად სესხით დაფინანსება მიზანშეწონილი არ არის.