“ეს იქნება საუკეთესო მოდელი როგორც მომხმარებლისთვის, ასევე კერძო სექტორისა და სახელმწიფოსთვის“ - ასე აფასებს ჯანდაცვის ექსპერტი ნინო მირზიკაშვილი დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების, ე.წ DRG მოდელის შესაძლო შემოღებას.
როგორც მირზიკაშვილი bm.ge-სთან განმარტავს, მნიშვნელოვანია, რომ მეთოდოლოგიაზე გადასვლა გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად მოხდეს, კერძო სექტორისთვის კი პროგნოზირებადი იყოს, თუ რა ვადებში შემოიღებს მთავრობა დაფინანსების ამ მოდელს.
„მნიშვნელოვანია, რომ შეჭიდული ჯგუფების მოდელზე გადასვლა დროულად და დაგეგმილად მოხდეს. ეს არაერთხელ დაანონსდა, სამწუხაროდ მთავრობამ და სამინისტრომ ამის შემოღება ვერ მოახერხა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ წლის ბოლომდე ნამდვილად დაინერგება. პროცესში მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ხარჯების პროგნოზირება და გამარტივებული დაფინანსების მეთოდოლოგია.
იმასთან შედარებით, რაც დღეს არსებობს ეს საუკეთესო მოდელი იქნება, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე კერძო სექტორსა და სახელმწიფოსთვის. ახალ სისტემაზე გადასვლა ზოგადად მარტივი პროცესი არ არის. ამიტომ საჭიროა დისკუსია და ყველა მონაწილე მხარის ჩართულობა, რათა ამ ტიპის მეთოდოლოგიაზე გადასვლა გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად მოხდეს. ამასთან, კერძო სექტორისთვისაც პროგნოზირებადი იყოს, თუ როდის, რა პრინციპით მოხდება ამ დაფინანსების შემოღება“, - აცხადებს ჯანდაცვის სპეციალისტი.
ინფორმაციისთვის: მთავრობა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელზე გადასვლაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ