მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციისთვის ევროპის ბაზარი ხელმისაწვდომი გავხადოთ" - მინისტრი

624a9562db681
მარიამ იზორია
04.04.22 11:20
475
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში თომას მიულმანს შეხვდა.

როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რეგიონში არსებული მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, საქართველოსთვის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა როგორც სასურსათო პროდუქციით თვითუზრუნველყოფის გაზრდის და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით რეფორმების ხელშეწყობის კუთხით, კიდევ უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია.

“ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ქართული პროდუქციისთვის ევროპის ბაზარი სრულად ხელმისაწვდომი გავხადოთ. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, შესაბამისად, ვერ გაუწევს კონკურენციას დიდ ქვეყნებს წარმოებული საექსპორტო პროდუქციის მოცულობით, თუმცა, გვაქვს პოტენციალი, საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი ნიშა დავიკავოთ, როგორც მაღალი ხარისხის ბიოპროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ, რისთვისაც, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა საქართველოსა და ავსტრიას შორის 30-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება ნათელია, ავსტრია კი საქართველოს მიზნის მიღწევაში დაეხმარება. მისივე თქმით, ავსტრია ევროპული მიმართულებით საქართველოს ამბიციის გათვალისწინებით, მხარს დაუჭერს სოფლისა და სოფლის მეურნეობის, მთის ტურიზმის განვითარებას, ასევე გარემოს დაცვის და ეკოტურისტულ მიმართულებებს.