მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოცვის გაშენება მოითხოვს დიდ ინვესტიციებს, ამიტომ სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანია" - GeorgianBlue

609ff312a86ba
თამთა ჯიჯავაძე
16.05.21 13:10
2112
მოცვის კულტურის გაშენება და ინდუსტრიალიზაცია მოითხოვს ძალიან დიდ ინვესტიციებს, - ამის შესახებ ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია GeorgianBlue-ის აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა მარგალიტაძემ გადაცემა Forbes Talks-ში განაცხადა. ამიტომაც მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა.

„ცალკეულმა კომპანიებმა შეიძლება დამოუკიდებლად ვერ შეძლონ დიდი მასშტაბების მიღება, ამიტომ ამაში ძალიან აქტიურად არის ჩართული სოფლის განვითარების სააგენტო, პროგრამა „დანერგე მომავალი“. ჩვენ ამ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა და დაგვიფინანსეს. ამ პროექტს აქვს თავისი კრიტერიუმები, მოთხოვნები და პირობები, რომლებიც შევასრულეთ და მივიღეთ დაფინანსება“, - აღნიშნა GeorgianBlue-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ GeorgianBlue-მ წელს დამატებით ოთხი ჰექტარის ფართობზე მოცვის ბაღები გააშენა, რომლისთვისაც დაფინანსება, სწორედ პროგრამიდან „დანერგე მომავალი“ მიიღო.

2020 წელს კი აღნიშნულმა კომპანიამ დაახლოებით 12 მლნ ლარად ლურჯი მოცვის პლანტაციები იყიდა, თუმცა, როგორც კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, იქიდან მხოლოდ 32 ჰექტარის გადარჩენა მოახერხეს. ჯამში GeorgianBlue ამჟამად 36 ჰექტარის ფართობის პლანტაციებს ფლობს.

ცნობისთვის, ლურჯი მოცვის მოყვანა საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. როგორც GeorgianBlue-ის გენერალური დირექტორი რატი მორჩილაძე ამბობს, ეს კულტურა ქვეყანაში დაახლოებით 15 წლის წინ შემოვიდა და თავიც დაიმკვიდრა. დღეს ლურჯი მოცვი საინვესტიციოდ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულებაა საქართველოს სოფლის მეურნეობაში.