მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოცვის მოსავლის 80% ექსპორტზე გაგვაქვს" – “geofresh” საექსპორტო არეალს აფართოებს

60a18384815aa
მარიამ იზორია
17.05.21 09:00
1362
მოცვისა და სატაცურის მწარმოებელმა კომპანია „geofresh”-მა სამეგრელოში მოცვის კრეფის სეზონი მაისში დაიწყო. კომპანია 55 ტონამდე მოსავალს მოელის. როგორც კომპანიის დირექტორის ასისტენტი სალომე ყველიაშვილი bm.ge-სთან აცხადებს, „geofresh”-ი მოსავლის 80%-ის რეალიზებას ქვეყნის საზღვრებს გარეთ ახდენს და კილოგრამ მოცვს ადგილობრივ ბაზარზე 16-18 ლარად, ხოლო ექსპორტზე $7-ად ყიდის.

„აღებული მოსავლის დაახლოებით 80% ექსპორტზე გაგვაქვს, თუმცა ადგილობრივ ბაზარსაც მოთხოვნის, შესაბამისად, ვამარაგებთ, ჩვენი საექსპორტო პარტნიორი ამ ეტაპზე რუსეთია, თუმცა სარეალიზაციო ბაზრის გაფართოებაზე მუდმივად ვმუშაობთ, შესაბამისად, წელს მოცვს დუბაიშიც გავიტანთ, მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია, ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე ქვეყნის ეკონიმიკისა და ბაზრის გაფართოებისთვის“-ამბობს ყველიაშვილი.

კომპანიაში პანდემიის გავლენაზე საუბრისას ამბობენ, რომ მის შედეგად ექსპორტის ბარიერები გაიზარდა, თუმცა გასაყიდ ფასზე ეკონომიკურ კრიზისს მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია. 

„რაც შეეხება პანდემიას, ფასებზე დიდად არ უმოქმედია, მაგრამ ექსპორტის კუთხით ტექნიკური მხარე გართულდა, შეზღუდულ პირობებში პროცესების მართვა გაგვიჭირდა, მაგრამ თავი გავართვით, ვფიქრობთ, მოცვს ქართულ და უცხოურ ბაზარზე უდიდესი პოტენციალი აქვს“ – ყვება სალომე ყველიაშვილი.

ცნობისთვის: „Geofresh“-მა მოცვის წარმოება სამეგრელოში 3 მილიონი ლარის კერძო ინვესტიციით 2016 წელს დაიწყო, პლანტაცია 7 ჰა-ზეა გაშენებული და მოსავლის აღების პერიოდში 200-250-მდე ადამიანს ასაქმებს, კომპანია სატაცურის წარმოებითაც არის დაკავებული.