მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოემზადეთ, მოხდება ეტაპობრივი შემოწმება" - ნათია თურნავა ბიზნეს სუბიექტებს აფრთხილებს

5e85b0619b9da
ინგა მურუსიძე
02.04.20 13:27
2828
მივმართავ ბიზნესს, რთულია, მაგრამ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ეპიდემილოგების მიერ დაწესებული წესებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას ესმის, რომ მკაცრი ზომებით ბიზნესი და ეკონომიკა ზარალდება, თუმცა ამას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს.

„ჩვენ ახლა პრაქტიკულად ვიმყოფებით კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. პრეკრიზისულ პერიოდში, ამიტომ გამკაცრდა მიდგომები რიგ საკითხებთან მიმართებაში. 31 მარტიდან ამოქმედდა ფაქტობრივი კარანტინის რეჟიმები, ეს გავრცელდა ეკონომიკურ საქმიანობასა და ბიზნესზე. გვესმის, რომ ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ყველანი გაგებით უნდა მოვეკიდოთ ვითარებას, რადგან პირველ რიგში ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ბიზნესში დასაქმებული ადამიანები.

აქცენტს კვლავ ვაკეთებთ ეპიდემილოგების და ინფექციონისტების წესების დაცვით. მივმართავ ყველა ბიზნესს, უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ამ წესების დაცვით. ეს არის რთული, მაგრამ ბიზნესების შემდგომი ფუნქციონიორების აუცილებელი წინაპირობა იქნება და ამას გავაკონტროლებთ. გუშინ გამოქვეყნდა და შეგიძლიათ ნახოთ ჩამონათვალი იმ სექტორების და დარგების, რომელიც რჩება ფუნქციონირებაში, თუმცა გარკვეული დათქმებით და პირობებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, გამოქვეყნდა მძიმე მრეწველობის და სამთო მოპოვების გადამამუშავებელი საწარმოები ჩამონათქვალი, რომელთა შეჩერება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა, თუმცა მთავრობა გაიდლაინების შესრულებას მკაცრად გააკონტრლებს.

„ჩვენ შექმნილი გვაქვს საგანგებო შტაბი, რომელშიც შედის სხვადასხვა უწყება. მოქმედი ბიზნესების, ეკონომიკური სუბიექტების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს წესების მიერ გაიდლაინების შესრულებაზე კონტროლს ვახორციელებთ სხვადასხვა უწყებებთან ერთობლივად. ეს შემოწმება გეგმაზომიერად ჩატარდება, მინდა ყველა მოემზადოს ამისთვის. მაქსიმალურად დაიცავით საკუთარი თანამშრომლები. შეასრულეთ ყველა რეკომენდაცია. ყველას მკაცრად მოვთხოვთ ვალდებულებების შესრულებას ყველა მოქმედ სუბიექტს“, - განაცხადა თურნავამ.