მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოგვიწევს კონტრაქტების გაწყვეტა მაღაზიებთან"- თამბაქოს რეგულირება მკაცრდება

5ee222ef8ae59
ვიქტორია მღებრიშვილი
11.06.20 17:35
4515
British American Tobacco-ს კორპორატიული და იურიდიული დირექტორი ზვიად სხვიტარიძე ქვეყნის ეკონომიკაზე  თამბაქოს ბაზარზე რეგულაციების გამკაცრების გავლენას აფასებს. როგორც მან  „საქმის კურსში“ სტუმრობისას განმარტა, სექტორს არ აქვს იმის რესურსი, რომ რეგულირების შესაბამისად იმოქმედოს და დარგში დაახლოებით 20 მლნ დოლარის ფინანსური რესურსი ჩადოს. 

„2021 წლიდან 1 იანვრიდან ძალაში შემოდის ისეთი რეგულაცია, რომელიც პირდაპირ ურტყამს არამარტო ჩვენს ბიზნესს, არამედ განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს ანუ მაღაზიებს. საუბარია იმაზე, რომ თამბაქოს პროდუქტი გაყიდვაში ხილულად არ უნდა იყოს. დღეს გარედან არ უნდა ჩანდეს და პირველი იანვრიდან შიგნიდანაც არ უნდა ჩანდეს. ამ და კოვიდ სიტუაციის გამო თამბაქოს ინდუსტრიას არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ახალი თაროები შევუკვეთოთ. ამის დამზადება საქართველოში არ არის შესაძლებელი და ამ დროში შეუძლებელია მათი დამზადება. თითო თარო ძალიან ძვირი, დაახლოებით 2000 დოლარი ღირს, დაახლოებით მთლიანი ინდუსტრიის მასტაბით 20 მლნ დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი. 

საქართველოში არც ერთი საერთაშორისო კომპანია ამას არ გააკეთებს, შესაბამისად ჩვენ მოგვიწევს კონტრაქტების გაწყვეტა მაღაზიებთან და ის შემოსავლის წყარო, რაც მცირე და საშუალო მაღაზიას აქვს, ინდუსტრიის მხრიდან დაწყებული 2000 ლარიდან 200-300-400 ათასამდეც კი აღარ ექნებათ“, - განმარტა ზვიად სხვიტარიძემ. 

BAT-ის კორპორატიული და იურიდიული დირექტორი ამბობს, რომ თამბაქოს ინდუსტრიაში 2016 წლიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა, რაც პროდუქციის ხილვადობის შეზღუდვას გულისმობდა, შედეგი არ მოიტანა.

„ძირითადი მიზანი 2016 წელს, როდესაც ხდებოდა ამ რეგულაციის მიღება იყო ის, რომ მწეველთა რაოდენობა უნდა შეემცირებინათ, რაც არ მოხდა. არც ერთი კვლევით ეს არ დასტურდება, პირიქით უფრო გაიზარდა და ასეთი რეგულაციები იწვევს არასრულწლოვნების მიმზიდველობას ამ პროდუქტის მიმართ. ამიტომ აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით იქნა ეს რეგულაცია მიღებული. თვითონ ევროგარეთიანებასაც მთელი რიგი პერიოდები აქვს ამისთვის განსაზღვრული და ბევრ ქვეყნებს მათ შორის გერმანია იქნება, ესპანეთი თუ პორტუგალია, გადაწეული აქვთ და გაწერილი აქვთ დროში“, - ამბობს ის.

ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება შესრულებული თამბაქოს ინდუსტრიის მოთხოვნები, ეკონომიკა დიდ თანხებს დაკარგავს, დაზარალდება კერძო სექტორიც და ზოგადად ქვეყანაში რეგულირების გამკაცრებით არამიმზიდველი საინვესტიციო გარემო შეიქმნება.

„რომ განვაზოგადოთ, აქ საუბარია იმაზე, რომ რეგულაციები დამღუპველია ინვესტიციებისთვის. FDI რომ გვინდა, ჩვენს ქვეყანაში ან დერეგულირება, ან რეგულაციების საერთოდ მოცილება უნდა მოხდეს. სამწუხაროდ ეს 4 წელი, რაზეც გვაქვს საუბარი, რეგულაციების აბსოლუტურად დაუსაბუთებლად შემოტანაა. პირველი მაჩვენებელი ევროგაერთიანების ჭრილში და მსოფლიო მასშტაბით არის ის, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე უნდა აიწიოს და სანამ 10 000 დოლარს არ მიაღწევს. ახლა არის 4 000 დოლარი, მანამდე ამ პრობლემას, რასაც ჰქვია თამბაქოზე დამოკიდებულება, არაფერი არ ეშველება“, - განმარტავს სხვიტარიძე.