მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოიტანენ კი ვაქცინას, ან როდის უნდა ველოდოთ? ყოველი დღე შეიძლება იყოს დაგვიანებული" - მალხაზ კუნელაური

602ff25254024
თამთა ჯიჯავაძე
19.02.21 23:20
811
მოიტანენ კი ვაქცინას, ან როდის უნდა ველოდოთ? ყოველი დღე შეიძლება იყოს დაგვიანებული, - ამის შესახებ „რედკოს“ გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ბიზნესისთვის.

„ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს ეკონომიკას და ბიზნესს უდგას, არის სწორედ ეს საკითხი. რაც უფრო სწრაფად შემოვიტანთ ვაქცინას, მით მალე დავიწყებთ აღდგენით პროცესებს. სხვანაირად არ არსებობს უსასრულო რესრუსები ბიზნესისთვის. ყოველდღიურად მცირდება ის შანსები და შესაძლებლობები, რომ აღდგეს ბიზნესი. მოხარული ვიქნებოდი, რომ ვაქცინა აქამდეც გვქონოდა“, - აღნიშნა კუნელაურმა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ამ პროცესებზე პირველ რიგში ეკისრება ხელისუფლებას.

„ჩვენ ველოდებით ხელისუფლებას, რომ ამ მიმართულებით პროცესები გააქტიურდეს და ვაქცინაცია სწრაფად დაიწყოს ქვეყანაში. პასუხისმგებლობა კერძო სექტორს და ჩვეულებრივ მოქლაქეებს ვერანაირად ვერ დაეკისრება“, - აღნიშნა კუნელაურმა.