მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოლოდინები პესიმისტურია: საწვავზე ფასების ზრდა გარდაუვალია"

621f440eb1052
სალომე მეცხვარიშვილი
02.03.22 14:45
1378
"მოლოდინები არის პესიმისტური და საწვავზე ფასების ზრდა გარდაუვალია", - ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი bm.ge-სთან აცხადებს.

მისი თქმით, მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომის გამო შექმნილი კრიზისული ვითარებაა, რაც ლარის კურსზეც უარყოფითად აისახება. ამ დროისთვის ერთი ბარელი Brent-ის ტიპის საწვავის ფასი 107 დოლარს აღწევს და გაძვირება კვლავ გრძელდება.

“ხშირად ვაუბრობთ, რომ საწვავის ფასთან დაკავშირებით რთული მდგომარეობაა, მაგრამ მიმდინარე ეტაპზე არამარტო რთული, არამედ კრიტიკული ვითარებაა.

მიმდინარე ეტაპზე ფასის ზრდა ხდება საკმაოდ დინამიურად და ვითარება არაპროგნოზირებადია. მეორე მხრივ, ლარი უფასურდება დოლართან მიმართებით. რა შეიძლება მოხდეს 2-3 თვიან ჭრილში?! მოლოდინები არის პესიმისტური და ფასების ზრდა გარდაუვალია”, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.