02.აგვისტო .2020 16:08

"მოლოდინი არ ყოფილა, რომ იპოთეკის სუბსიდირებას შესამჩნევი ძვრა შეეძლო მოეხდინა გაყიდვებზე"- რედკო

views 487
უკან

დეველოპერული კომპანია „რედკოს“ დირექტორი მალხაზ კუნელაური იპოთეკური სესხების სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამას აფასებს და ამბობს, რომ რა მოლოდინიც მას ჰქონდა დაახლოებით ის შედეგია. 

ის ვერ აკონკრეტებს კონრეტულად რამდენით გაიზარდა კომპანიის გაყიდვები პროგრამის ამოქმედების შემდეგ, თუმცა ამბობს, რომ სესხის პროცენტის 4%-ის სუბსიდირებამ მომხმარებელი წაახალისა. 

„რა მოლოდინიც პირადად მე მქონდა, დაახლოებით ის შედეგი აქვს სუბსიდირების პროგრამას. ეს მოლოდინი არ ყოფილა ის, რომ იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას შესამჩნევი ძვრა შეეძლო მოეხდინა უძრავი ქონების გაყიდვებზე. აქ საუბარია იმაზე რომ ამ სუსიდირებამ უძრავი ქონების შესყიდვით დაინტერესებული კლიენტების რაღაც ნაწილი წაახალისა, რომ დღეს იყიდოს ეს ქონება და არა 2021 წელს. 

პროცენტულად გამიჭირდება რომ გითხრათ რამდენით გაიზარდა გაყიდვები, მაგრამ რამდენიც არ უნდა იყოს - 3% იქნება ეს თუ 5%, მნიშვნელოვანია იმით, რომ ყველა ის აქტივობა, რომელიც ეხმარება ბიზნესს უძრავი ქონების რაღაც ნაწილი გაყიდვაში და ამ მიმართულებით სტიმულირებას უკეთებს, ეს რა თქმა უნდა კარგია, იმიტომ, რომ ყველა გაყიდული ფართით ბიზნესი ინარჩუნებს ლიკვიდობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ის არ უშვებს თანამშრომლებს სახლში და ელოდება შემდგომ პერიოდს, როდესაც საზღვრების გახსნის შემდეგ უძრავი ქონების ბაზარზე არარეზიდენტი პირების მოთხოვნის ხარჯზე მდგომარეობა შეიცვლება“, - განაცხადა მალხაზ კუნელაურმა. 

მისივე თქმით, ბოლო 2 დღის განმავლობაში კომპანიამ სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 7 ბინა გაყიდა. 

„დღეს ეს იქნება ერთგვარი ინექციისა და სწრაფი დახმარების მიმცემი მომხმარებელთა გარკვეული კონტიგენტისთვის და ჩვენს კომპანიაშიც ანალოგიური მდგომარეობაა. არიან კლიენტები, რომლებიც ბინების შეძენისას სახელმწიფოს პროგრამით სარგებლობენ. 

შემიძლიათ გითხრათ, რომ გუშინ და დღეს დაახლოებით 7 ბინა სახლემწიფო სუბსიდირების ფარგლებში გაიყიდა. დამატებით იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სუბსიდირებით არ უსარგებლიათ“, - აღნიშნა „რედკოს“ დირექტორმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა