საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი ვაჟა მებაღიშვილი აცხადებს, რომ გაზრდილი ფასების მიუხედავად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა მიმდინარე წლის I კვარტალთან შედარებით, მცირედით შემცირდა.
როგორც bm.ge-სთან ასოციაციის წარმომადგენელმა თქვა, მოთხოვნა, ძირითადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზეა გაზრდილი, თუმცა ისინი მხოლოდ რუსეთის ან ბელარუსის მოქალაქეები არ არიან და საქართველოში უძრავი ქონების შეძენა სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც სურთ.
“უძრავი ქონების ფასი გაიზარდა, რადგან მოთხოვნის ზრდასთან ერთად, სამშენებლო მასალებიც გაძვირებულია. ამჟამად ბაზარზე მოლოდინია, რომ ფასი კიდევ გაიზრდება. ამ ეტაპზე უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალი აღარ არის, თუმცა მოქალაქეებს სახლის შეძენის სურვილი მაინც აქვთ. ბელარუსიდან და რუსეთიდან ჩამოსულ მიგრანტებს თავდაპირველად, უფრო იჯარით უნდოდათ უძრავი ქონების აღება. ამის შემდეგ იჯარის ფასი გაიზარდა, ასევე გართულდა ბინის პოვნა; ამან კი, გადააწყვეტინათ ქონების შეძენა. აღსანიშნია, რომ ქონების შეძენაზე მანამდეც იყო მოთხოვნა - ამის ინტერესი რუსეთიდანაც ბევრს ჰქონდა. სხვათაშორის, საკმაოდ მაღალი ფასის ქონებაზე იყო მოთხოვნა - 250 ათასი დოლარიდან 1.5 მლნ ლარამდე სეგმენტში”, - აცხადებს ის.
უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ტენდენციის შეფასებისას, ვაჟა მებაღიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მზარდი მოთხოვნის გამო, ზარალდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც უძრავი ქონების შესაძენად გაზრდილი ფასის გადახდა უჭირთ.
“არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იჩაგრებიან. მათთვის, ვისაც უძრავი ქონების შეძენის სურვილი აქვს, ძალიან რთულდება ეს პროცესი. რთულია იპოთეკური სესხის აღება, გაძვირებულია სარემონტო სამუშაოების ფასი და ამ მასალებზე ფასის გაორმაგების მოლოდინი არსებობს. ეს საბოლოო ჯამში, საქართველოს მოქალაქეებს ქონების შეძენას ურთულებს”, - აცხადებს მებაღიშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს