მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომატებულ აქტივობას, შესაძლოა, მოჰყვეს ინფიცირების მკვეთრი ზრდა" - ცქიტიშვილი

601199dd4752c
BM.GE
27.01.21 21:30
720
იმის გამო, რომ როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, შაბათ-კვირას სავაჭრო ობიექტებში ხდება მყიდველთა 40%-ის, პრაქტიკულად ნახევარზე ოდნავ ნაკლების კონცენტრაცია, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი წყარო არის მომატებული მობილობა და სწორედ მობილობაა ის პრობლემა, რასაც ჩვენ ყველანი ვებრძვით პანდემიის მართვის პროცესში- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქებას განაპირობებს დაწესებული რეგულაციების დაცვა და მათ შორის არის მაღაზიების მიერ ნაკადების მართვა, როგორც ეს მოხდა წინასაახალწლო პერიოდში.

“როდესაც ჩვენ ეტაპობრივ და ფრთხილ გახსნაზე ვსაუბრობთ, ვალდებული ვართ, გავითვალისწინოთ ყველა მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების და რა თქმა უნდა ბიზნესის უსაფრთხოებას. ყველა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, მიეცეთ ოპერირების სრულფასოვანი საშუალება, თუმცა, ამასთან, გვესმის, რომ მომატებულ აქტივობას, შესაძლოა მოჰყვეს ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რამაც შემდგომში შეიძლება შეზღუდვების აუცილებლობა გამოიწვიოს. სწორედ შემდგომი შესაძლო შეზღუდვების გამო ვუდგებით სიფრთხილით გახსნის პროცესს“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.