25.ნოემბერი .2022 00:35

"მომავალ კვირას სატრანსპორტო რეფორმის მიმდინარეობაზე და გეგმებზე პრეზენტაცია გაიმართება"

"მომავალ კვირას სატრანსპორტო რეფორმის მიმდინარეობაზე და გეგმებზე პრეზენტაცია გაიმართება"
views 395
უკან

კახა კალაძის ინფორმაციით, მომავალ კვირაში სატრანსპორტო რეფორმის მიმდინარეობაზე და გეგმებზე პრეზენტაცია გაიმართება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

„როდესაც 2017 წლიდან დავიწყეთ ამ რეფორმის განხორციელება, საზოგადოებას ავუხსენით რა მდგომარეობაში ვიყავით, რა გამოწვევების და პრობლემების წინაშე ვიდექით, რას ვაპირებდით, რა გავაკეთეთ, დღეს რა გვაქვს პრობლემა და რას ვაპირებთ ამაზე მომდევნო კვირას საზოგადოებას პრეზენტაციას წარვიდგენთ. 2017 წლის შემდეგ რა შეიცვალა ამ მიმართულებით, რა პრობლემები გვაქვს და როგორ ვხედავთ და ვგეგმავთ ამ პრობლემის გადაჭრის გზას“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ავტობაზის შექმნაზე მერია გამარტივებულ შესყიდვას გამოაცხადებს.

„მომავალ წელს დაგეგმილია 18 -მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, პარალელურად მზადდება ინფრასტრუქტურა, რომ ამ ავტობუსებმა შეუფერხებლად შეძლონ დედაქალაქში გადადგილება. ავტობაზა მნიშვნელოვანია, რომ ამ 18-მეტრიან ავტობუსებს მოემსახუროს. ამაზე გვაქვს მზაობა, რომ გამოვაცხადოთ გამარტივებული შესყიდვა და სწრაფად მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. ავტობუსების დამზადებას გარკვეული დრო დასჭირდება და მომავალი წლის ბოლოსთვის უკვე დავიწყებთ შემოყვანას“, - განაცხადა მერმა. 


18 -მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა მომავალი წლის ბოლოდან დაიწყება - კალაძე 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა