მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომწოდებლები გვატყობინებენ, რომ სამშენებლო-სარემონტო მასალებზე ფასებს ზრდიან" - “ნოვა”

623818c7cfe7b
ლიკა გურაბანიძე
26.03.22 13:30
1829
სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია “ნოვას” გენერალური დირექტორი ედიშერ ხიმშიაშვილი, bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოს ბაზარზე გავლენას ახდენს, რაც სამომავლოდ გაძვირებულ იმპორტირებულ მასალებსა და არასტაბილურ ბიზნეს გარემოში გამოიხატება.

“სამშენებლო და სარემონტო მასალები საქართველოში იმპორტდამოკიდებულია.

რუსეთიდან და უკრაინიდან პროდუქტების იმპორტი შეზღუდულია, რუსეთიდან იმიტომ, რომ გადარიცხვები გართულებულია, რაც ლოგისტიკას ართულებს. რაც შეეხება უკრაინას, იქ ჩვენ ძალიან მსხვილი პარტნიორი გვყავს. ჩვენს მარაგებზე უკრაინისა და რუსეთის ბაზრების დაკეტვამ გავლენა ვერ მოახდინა, რადგან ალტერნატიული ბაზრებიც გვაქვს. თუმცა, გავლენაა ფასების თვალსაზრისით.

მსოფლიოში მომწოდებლები პროდუქციას აძვირებენ და გვატყობინებენ, რომ შემდგომი შეკვეთების დროს სამშენებლო-სარემონტო მასალებზე ფასები მომატებული იქნება. ბაზარზე სხვა უამრავ პროდუქტზეც იზრდება ფასები. მაგალითად, გაძვირებულია საწვავი. შესაბამისად ეს იმპორტირებული პროდუქტების ღირებულებაზე მოქმედებს. ბუნებრივი იყო, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასები გაიზრდებოდა და ეს გავლენას ადგილობრივ ბაზარზეც მოახდენდა", - განმარტა ხიმშიაშვილმა.

ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალებით მოვაჭრე კომპანიების შემოსავლები ასე გამოიყურება: "გორგია" - 171.9 მილიონი ლარი; შპს "მოდუსი" - 119 მილიონი ლარი; შპს "ნოვა" - 131.2 მილიონი ლარი; შპს "კნაუფ გიპს თბილისი" - 61.8 მილიონი ლარი; შპს "ზოდი პლიუსი" - 23 მილიონი; შპს "ბრიკო კავკასუს" ბრიკორამა - 7.6 მილიონი ლარი.