გლობალური პანდემიის გამო, ცნობილი ტანსაცმლის მაღაზიების მიერ ქართული ბაზრის დატოვების ალბათობა და ჩაკეტილი საზღვრები, რაც გავლენას ახდენდა იმპორტზე, მოტივაციად იქცა მამაკაცის ხაზის პირველი ქართული ბრენდის - "მონტის" - დაფუძნებისთვის.
„ორი წლის წინ დავაფუძნე ტყავის აქსესუარების მაღაზია „გრანსი“, სადაც მამაკაცებს ვთავაზობთ ქამრებს, საფულეებსა და ჩანთებს. ყოველთვის მსურდა მამაკაცის ხაზის ბოლომდე განვითარება და მათთვის სრული ასორტიმენტის შეთავაზება. გლობალურმა პანდემიამ დააჩქარა ჩემი ბიზნეს-იდეის განხორციელება, რადგან ვხვდებოდი, რომ ადგილობრივ წარმოებაზე მოთხოვნა გაიზრდებოდა, იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო და ასევე, სხვადასხვა ბრენდის მიერ ჩვენი ბაზრის დატოვებით, რისი ჩანაცვლების საჭიროებაც გაჩნდებოდა,“ - განაცხადა „მონტი“-ს დამფუძნებელმა, თენგო ყაზიშვილმა.
„მონტი“-ს სტილის ავტორი ყაზიშვილი თავადაა. მისი თქმით, ზოგადად, საქართველოში მამაკაცის ხაზის სამოსი აუთვისებელია და სხვადასხვა სადემონსტრაციო მაღაზიაში შესვლისას მამაკაცების ხაზიდან მხოლოდ „ჰუდებს“ სთავაზობდნენ, ერთსქესიანი ხაზიდან.
„ცალსახა იყო თავისუფალი ნიშა. ამასთან, ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ყოველთვის მსურდა, რომ მათ ჩემი ბრენდის სამოსი სცმოდათ,“ - ამბობს „მონტი“-ს დამფუძნებელი.
საწყის ეტაპზე კომპანიაში 10, 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. შემდეგ მოხდა შემოსავლის რეინვესტირება. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, „მონტი“ იმ ადამიანებისთვისაა შექმნილი, ვინც ყოველდღიურობაში დახვეწილ სტილს ირჩევს.
„მონტი“-ს კონკურენტული უპირატესობა მაღალი ხარისხი, ქართული ბაზრისთვის მისაღები ფასები და ბრენდის სტილია. „ამასთან, ჩვენი კოლექცია შეზღუდული რაოდენობით გამოდის და აღარ მეორდება, რაც ასევე დიდ უპირატესობას წარმოადგენს,“ - ამბობს ყაზიშვილი.
„მონტი“-ს კოლექცია ამჟამად თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ სადემონსტრაციო მაღაზიაშია წარმოდგენილი. კომპანია მალე გეგმავს საკუთარი, ბრენდირებული მაღაზიის გახსნას. „ასევე, გაზაფხულის კოლექციაში ვაპირებთ ქალის ხაზის დამატებასაც და 2021 წლიდან ვგეგმავთ ექსპორტზე გასვლას,“ - განაცხადა თენგო ყაზიშვილმა BM.GE-თან საუბრისას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ