ფარმაცევტული სექტორისთვის ახალი რეგულაციები მზადდება. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს. ფარმაცევტული სექტორის ახალ მარეგულირებელ საკანონმდებლო ბაზაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა იმ მედიკამენტებზე, რომელიც რეგულირების ქვეშ არ ექცეოდა, ფასები გაზარდეს. სამინისტროს ეჭვი აქვს, რომ ადგილი აქვს კომპანიებს შორის შეთანხმებულ ქმედებას, რაზეც პასუხი რამდენიმე თვეში მოკვლევის დასრულების შემდეგ კონკურენციის სააგენტომ უნდა გასცეს. მანამდე სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტრო პარლამენტს ახალ კანონპროექტს წარუდგენს.
სახელმწიფოსა და ფარმაცევტულ ბიზნესს შორს ასეთი ფორმით კომუნიკაციას, აკაკი ზოიძემ BMGT-ის გადაცემა #წერტილში, სისტემის მცდელობა უწოდა, რომ მოქალაქეების მხრიდან მედიკამენტებზე დანახარჯები შემცირდეს.
"სისტემის მცდელობაა მაქსიმალური წინააღმდეგობა გაუწიოს იმ ცვლილებებს, რომელიც შეამცირებდა იმ ტვირთს, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს აქვთ მედიკამენტების გამო. ამ რეფორმას აქვს პოტენციალი შეამციროს და უკვე 2022 წელს შეამცირა კიდეც.
ყველაზე დიდი ტვირთი, ყველაზე დიდი კატასტროფული გამაღარიბებელი ტვირთი არის, ადამიანი ყოველდღიურად რომ ყიდულობს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტს და ამ ადამიანებისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მედიკამენტი იაფი იყოს. მაგალითად სახის საცხებს, რომელიც ერთჯერადად საყიდელია და არა ყოველდღიურად, ჯობია ცოტა კიდეც გაძვირდეს, ვიდრე ის მედიკამენტები, რაც ყოველდღიური შესაძენია.
ჩემი აზრით, ეს იყო გაფრთხილება სახელმწიფოს მხრიდან ფარმაცევტული კომპანიებისთვის და მე მგონი გაიგებენ, - ამდენი გამოცდილება დააგროვეს, რომ გაიგონ", - განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: მედიკამენტების ბაზარზე შესაძლო დომინანტური მდგომარეობის არასათანადო გამოყენებასა და ფასწარმოქმნის ნაწილში ე.წ. „კარტელური გარიგების“ მიმართულებით. BMG-ის ინფორმაციით, კომპანიები რომელთა მიმართ მოკვლევა დაიწყო, “გეფა”, “ავერსი-ფარმა”, “პსპ ფარმა” და “მერმისია”. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ფარმაცევტულ კომპანიებს კონკურენციის კანონის დარღვევა დაუმტკიცეს, კომპანიების მიმართ გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები, რომელიც გულისხმობს დამრღვევი კომპანიისთვის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე ოდენობის თანხის დაკისრებას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი