მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოქალაქეებმა მომწერეს Facebook-ში..." - კალაძე ზონალურ-საათობრივი პარკირების პრობლემებზე

60a4bf957fc8d
ინგა მურუსიძე
19.05.21 11:26
7252
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა დედაქალაქში კარგად მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული პრობლემები შეიქმნა, მაგრამ საკითხი უკვე მოგვარებულია. კალაძის თქმით, მოქალაქეებს 7 ივნისიდან შეეძლებათ საკუთარი ავტომობილები სახლიდან გაუსვლელად დაარეგისტრირონ.

„დღეს ზონალურ-საათობრივი პარკირებით უკვე ბევრი ადამიანი სარგებლობს, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როცა მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ პირველად რეგისტრაციაზე, ამის შესახებ მეც მომწერეს Facebook-ში. ზოგ შემთხვევაში ბინის მესაკუთრეს, რომელიც ავტომანქანას უფასოდ უნდა არეგისტრირებდეს სისტემაში, აქვს გარკვეული პრობლემები, თუ ის არ იმყოფება საქართველოში, ან გარკვეული პრობლემების გამო ვერ ახერხებს სერვის-ცენტრში მისვლას.

ასევე არის შემთხვევები, როცა გარდაცვლილ მოქალაქეზეა რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი და მისი მემკვიდრეები ვერ ახერხებენ სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციას. ამ მიმართულებით ვიმუშავეთ, მოხდა სისტემის სრულად გადაწყობა და 7 ივნისიდან მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ჩვეულებრივად, სახლიდან გაუსვლელად დაარეგისტრირონ ავტომანქანები“, - განაცხადა მერმა.

კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს მოქალაქეებისთვის ამ საკითხზე სრული ინფორმაციის მოწოდება დაავალა.