11.სექტემბერი .2020 16:34

"მოქალაქეებსაც და ეკონომიკასაც მივეცით შესაძლებლობა" - გახარია

views 324
უკან

"ყველაფერი გავაკეთეთ სწორად, რათა ეკონომიკა საბოლოოდ არ გადაგვეკეტა", - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ქართველი ექსპერტების ნაწილის კრიტიკას იმის შესახებ, რომ ხელისუფლება მოდუნდა.

„ექსპერტები ბევრ რამეს ამბობდნენ... თავიდან თქვეს, რომ ერთჯერად ტესტებზე უნდა გაგვეკეთებინა აქცენტი, რაც არ აღმოჩნდა სწორი. საერთოდ, ექსპერტებიც სხვადასხვანაირი გვყავს. არავინ არ მოდუნებულა. ის, რომ დღეს ეს ჯგუფი შეიკრიბა მომენტალურად, როგორც კი საჭირო გახდა, აჩვენებს იმას, რომ არავინ მოდუნებულა. პირიქით, ყველაფერი გავაკეთეთ სწორად, იმისთვის, რომ ეკონომიკა საბოლოოდ არ გადაგვეკეტა“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, მთავრობამ მოქალაქეებსაც და ეკონომიკასაც მისცა შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ არ განადგურებულიყო არც ეკონომიკა და არც - მოქალაქეების ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

„დღესაც, ჩვენ ხალხთან გვაქვს კავშირი, ხალხის შეგრძნებებს ვსწავლობთ და ვგრძნობთ. მსგავსი შეზღუდვებოს პირობებში, მოქალაქის პასუხისმგებლობა უფრო კარგი ინსტრუმენტია, ვიდრე - ჯარიმა. აქ მთავრობის მოდუნებაზე არ არის საუბარი. ჩვენ მივეცით მოქალაქეებსაც და ეკონომიკასაც შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ არ გაგვენადგურებინა არც ეკონომიკა და არც ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიური მდგომარეობა“, - აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა