მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოსახლეობასთან ინვესტორის ერთი ერთზე დატოვება არასწორია", - პრობლემები ჰესების მშენებელთათვის

5dfe1425c8218
დავით ჯალაღონია
21.12.19 18:10
1204
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დღეს ენერგეტიკის სექტორში ინვესტორებს ორი ძირითადი პრობლემა აქვთ - ფინანსური რესურსები და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია.

"ერთია ფინანსური პრობლემა, რომელიც ინვესტორისთვის პროექტების უკუგებას უკავშირდება, რამდენად შეესაბამება ეს ტარიფი იმ ფინანსურ რესურსებს, რომელიც პროექტმა უნდა მიიღოს. ძალიან ხშირად კომპანიებს უჭირთ ფინანსური რესურსის მოზიდვა, რადგან ცალკე ბაზარი ვერ უზრუნველყოფს ამ ელექტროენერგიის ყიდვას და შესაბამისად, ან არის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება და ტარიფი დაბალია, ან საერთოდ, ბოლო პერიოდში, აღარ გაიცემა ეს ხელშეკრულებები.

მეორე პრობლემა უკავშირდება ადგილობრივ მოსახლეობას და თქვენ იცით, რომ ადგილობრივები ძალიან აქტიურად ეწინააღმდეგებიან გარკვეულ ხეობებში დასახლებულ პუნქტებთან მსგავსი ტიპის ელექტროსადგურების მშენებლობას. ამ აქცენტის გადატანა, რომ ამ მოსახლეობასთან მხოლოდ ინვესტორმა უნდა ილაპარაკოს, ძირშივე მცდარი და არასწორია. თუკი სახელმწიფო გასცემს მემორანდუმს და ეკონომიკის სამინისტრო იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოს გარკვეული პირობები ამ ხელშეკრულების შესრულების, მათ შორის, უნდა იყოს ადგილობრივ მოსახლეობათან საუბარი და მოლაპარაკება, რადგან მოსახლეობასთან ინვესტორის ერთი ერთზე დატოვება არის ძირშივე მცდარი", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ BM.GE-სთან საუბრისას.