მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეულია"- მერია მთაწმინდის საბაგიროს პროექტს იწყებს

5f7435763fdcc
ინგა მურუსიძე
30.09.20 11:35
1424
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობასთან დაკავშირებით. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას თქვა, პროექტის ღირებულება 50 მლნ ლარია.

„მთაწმინდის საბაგირომ ჯერ კიდევ 1990 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება, მას აქვს ერთკილომეტრიანი მარშრუტი მეცნიერებათა აკადემიიდან მთაწმინდის პარკამდე. ამ კონკრეტული საბაგიროს აღდგენაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა პრობლემები შეექმნა და გაჩერდა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო მოსახლეობასთან მოლაპარაკებები და ეს ყველაფერი დასრულდა. ყველა მოსახლესთან მიღწეულია შეთანხმება“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პროექტის განხორციელებას ორი წელი დასჭირდება და შედეგად, მთაწმინდაზე მოხვედრა 4 წუთში იქნება შესაძლებელი.

„საბაგიროს ინფრასტრუქტირას რაც შეხება, იქნება წრიული ტიპის, 24 გონდოლიანი, მას 1 კილომეტრიანი მანძილის დაფარვა 4 წუთში შეეძლება და ერთ საათში ექნება შესაძლებლობა 1100 ადამიანი გადაიყვანოს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ძალიან მაგარი იქნება ჩვენი ქალაქისთვის“, - ამბობს კალაძე.