10.მაისი.2016 12:05
საფინანსო სექტორი

"მოსახლეობის დაბალი ფინანსური განათლებით ძალიან ბევრი ფინანსური ორგანიზაცია სარგებლობს"

"მოსახლეობის დაბალი ფინანსური განათლებით ძალიან ბევრი ფინანსური ორგანიზაცია სარგებლობს"
ონლაინ-სესხების მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი იქნება. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მთავრობა რეგულირების პაკეტზე მუშაობს.

საბანკო ექსპერტი დავით კიკვიძე "საქმიან დილასთან" საუბრისას აცხადებს, რომ რეგულირება საპროცენტო განაკეთის ზღვრის დაწესებას უნდა მოიცავდეს. მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს ონლაინ-სესხების რეგულირებისთვის ყველაზე კარგი ბერკეტი აქვს.

"ონალინ სესხები ეს არის არასაბანკო საკრედიტო დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქცია არის სესხების გაცემა. შესაბამისად სესხების გაცემით, გარკვეულწილად ფინანსურ სექტორზე ხდება გავლენა, ფულადი მასის მხრივ. ეროვნული ბანკის პრეროგატივა არის ფინანსური სისტემის ზედამხედველობა. აბსოლუტურად ლოგიკურია რომ აღნიშნული კომპანიების რეგულირების პაკეტს შეიცავდეს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი უნდა იყოს პირველი მაკონტროლირებელი ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ სეგმენტის საქმიანობის რეგულაცია. ეროვნულ ბანკს დღეს რეგულირებისთვის ყველაზე კარგი ბერკეტი აქვს.

რადგან ონლაინ სესხები სოციალურ პრობლემად გადაიზარდა, უკვე დროა რომ მკაცრი რეაგირება მოხდეს ამ კუთხით. ჩვენი მოსახლეობის ფინანსური განათლების დონე ცოტა უფრო მაღალი რომ ყოფილიყო ესეთ პრობლემამდე არ მივიდოდით. მოსახლეობა როდესაც გარკვეულია ფინანსურ პროდუქტებში, ეს პრობლემა არ წარმოიქმნება.

ჩვენი მოსახლეობის დაბალი ფინანსური განათლებით ძალიან ბევრი ფინანსური ორგანიზაცია სარგებლობს. არამხოლოდ ონლაინ კომპანიები, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და შესაძლოა ბანკებიც კი", - აცხადებს კიკვიძე.

მისივე თქმით საერთაშორისო გამოცდილება ონლაინ-სესხებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრია. მაგალითად კიკვიძეს დიდი ბრიტანეთი მოჰყავს, სადაც ონლაინ სესხების კომპანიებს ეკრძალებათ ფიზიკური პირისთვის ორზე მეტად ვალის გადავადება. ასევე, თუ პირი გადახდისუუნაროა, მას გადახდის სპეციალური გრაფიკი უწესდება.

25.აპრილი.2019 17:10
45

მარტში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.2%–ით გაიზარდა

ვრცლად
25.აპრილი.2019 17:04
41

Dapp - "თიბისი დაზღვევის" აპლიკაცია, რომლითაც დამატებითი შემოსავლის მიღება შეგიძლია

ვრცლად
25.აპრილი.2019 16:53
58

მარტში ვადიანი დეპოზიტები შემცირდა, მოთხოვნამდე – გაიზარდა

ვრცლად
25.აპრილი.2019 15:55
96

საქართველოს საკრედიტო ბაზარზე ევროს მიმზიდველობა იზრდება

ვრცლად
25.აპრილი.2019 15:23
96

აღდგომის დღეებში "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრების მუშაობის განრიგი

ვრცლად
25.აპრილი.2019 14:45
105

"მიკროსაფინანსოები იგივე წნეხის ქვეშ არ უნდა იყვნენ, როგორც კომერციული ბანკები"

ვრცლად