მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სავალდებულო რეკომენდაციებს არ ემორჩილება, ამიტომ ვამკაცრებთ ზომებს"-მოწერელია

5e80788cb9689
BM.GE
29.03.20 14:25
1365

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცახდებით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სავალდებულო რეკომენდაციებს არ ემორჩილება და ამდენად აღსრულების ნაწილში ხდება ზომების გამკაცრება. ამის შესახებ მოწერელიამ ფოთში კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"გუშინ მაგალითად ზუგდიდში, საკმაოდ ხალხმრავლობა იყო. ჩვენი მედიკოსების მიერ ყოველ წუთს ხდება მოწოდება, რომ ერთადერთი, ყველაზე უსაფრთხო გადარჩენა ეპიდემიისგან არის სახლში ჯდომა. ვინაიდან ეს მოწოდება ყველამ ყურად ვერ იღო, ამდენად აღსრულების ნაწილში ჩვენ ვამკაცრებთ ზომებს.

რაც შეეხება ბლოკ-პოსტებს, ფოთში, შესასვლელში, გასასვლელში საპოლიციო ძალებით მოეწყობა. ზუგდიდში რა თქმა უნდა, შესასვლელში. ამ ორი ქალაქში ყველაზე მაღალი რისკი გვაქვს. მოგეხსენებათ ფოთში, ძალიან ბევრი გადაზიდვები ხორციელდება, ძალიან ბევრი მძღოლი შემოდის, შემოაქვთ ტვირთი, ხდება შემდეგ აქ ამ ადამიანების დაყოვნება, ამდენად უფრო მეტი კონტროლი გვჭირდება.

ფოთს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, აქედან ხდება მომარაგება და არაფრით არ შეიძლება, აქ რამე კონტროლიდან გაგვექცეს. რაც შეეხება ზუგდიდს, სამწუხაროდ დღეს აფხაზეთში მდგომარეობა ვიცით, რომ კონტროლს არ ემორჩილება და არ არის გატარებული ის ღონისძიებები, რაც არის გატარებული ჩვენთან, საფრთხე არსებობს ძალიან მაღალი, როგორც აფხაზეთში, ისევე ყველგან. თუკი მოხდება გავრცელება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობა, რომელიც იქ ცხოვრობს, ჩვენი თანამემამულეები მივიღოთ. ამდენად, რუხის საავადმყოფოს აღჭურვის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა სწორედ ეს იყო,“- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.